სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის და ლიტერატურის და ისტორიის პროგრამიდან გარკვეული მასალის ამოღების შესახებ. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რეალურად, აღნიშნული საგნების საგამოცდო პროგრამებში რა ცვლილება შევიდა.
შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის N1449913 ბრძანებით დამტკიცებული 2025 წლის საგამოცდო პროგრამები გამოქვეყნდა.
„ფაქტ-მეტრმა“ ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის 2024 და 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთმანეთს შეადარა. რადგან გავრცელებულ ინფორმაციაში კონკრეტულ საკითხებზე კეთდებოდა აქცენტი, ჩვენც აღნიშნულ საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამა
სულხან-საბა ორბელიანი: „სიბრძნე სიცრუისა“ - მემკვიდრის აღზრდის ამბავი, ლეონის თავგადასავალი. იგავ-არაკები: „მეფე ხორასნისა“, „ძუნწი და ვაჭარი“, „უგუნური მცურავი“,“ სამნი ბრმანი“, „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“.
დავით გურამიშვილი: „დავითიანი“ – „სწავლა მოსწავლეთა“, „ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი“, „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი, „ქართველთაგან და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება“, „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, „დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყოება“, „ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, ამის თქმა დავითისაგან“, „ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“, „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“, „დავით გურამიშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“.
ალექსანდრე ჭავჭავაძე: ლექსი „გოგჩა“.
გრიგოლ ორბელიანი: ლექსები - „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, „საღამო გამოსალმებისა“, „პასუხი შვილთა“.
ნიკოლოზ ბარათაშვილი: ლექსები - „არ უკიჟინო სატრფოო“, „მერანი“, „ცისა ფერს“, „ფიქრნი მტკვრის პირას“, „შემოღამება მთაწმინდაზე“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“, პოემა“ ბედი ქართლისა“.
ილია ჭავჭავაძე: ლექსები - „ბედნიერი ერი“, „პასუხის პასუხი“, „ჩემო კალამო“; პოემები _ „განდეგილი“, „აჩრდილი“ –VII თავი; მოთხრობები -„კაცია ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“; სტატია „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“
აკაკი წერეთელი: ლექსები - „აღმართ-აღმართ“, „განთიადი“, „სულიკო“, „ქებათა ქება“; პოემები - „თორნიკე ერისთავი“, „გამზრდელი“.
ალექსანდრე ყაზბეგი: „ხევისბერი გოჩა“.
ვაჟა ფშაველა: ლექსები - „ჩემი ვედრება“, „რამ შემქმნა ადამიანად“, „კაი ყმა“, „იას უთხარით ტურფასა“; პოემები - „ალუდა ქეთელაური“, „ბახტრიონი“, „სტუმარ-მასპინძელი“; მოთხრობა - „ამოდის, ნათდება“; პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.
გალაკტიონ ტაბიძე: ლექსები „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, „თოვლი“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „შერიგება, „მშობლიური ეფემერა“.
პაოლო იაშვილი: ლექსი „პოეზია“.
გიორგი ლეონიძე: ლექსები - „ნინოწმინდის ღამე“. „ყივჩაღის პაემანი“.
ანა კალანდაძე: ლექსი - „მკვდართა მზე ვარ“.
პოლიკარპე კაკაბაძე: - „ყვარყვარე თუთაბერი“ (I და IV მოქმედებები)
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამა
სულხან-საბა ორბელიანი: - „სიბრძნე სიცრუისა“ - ლეონის თავგადასავალი.
დავით გურამიშვილი: „დავითიანი“ - ქართლის ჭირი.
გრიგოლ ორბელიანი : „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“.
ნიკოლოზ ბარათაშვილი: „მერანი“, „ფიქრნი მტკვრის პირას“, „შემოღამება მთაწმინდაზე“, პოემა „ბედი ქართლისა“.
ილია ჭავჭავაძე: მოთხრობები - „კაცია ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“; სტატია „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“.
აკაკი წერეთელი : ლექსი „განთიადი“, პოემები - „თორნიკე ერისთავი“, „გამზრდელი“.
ვაჟა-ფშაველა: ლექსები - „ჩემი ვედრება“, „კაი ყმა“ ; პოემები - „ალუდა ქეთელაური, „სტუმარ-მასპინძელი“; მოთხრობა - „ამოდის, ნათდება“.
გალაკტიონ ტაბიძე: ლექსები „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, „თოვლი“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „შერიგება“.
გიორგი ლეონიძე: ლექსი - „ყივჩაღის პაემანი“.
ანა კალანდაძე: „ვაჟაო, დილის მზის სხივო“.
ამოღებულია
სულხან-საბა ორბელიანი: „სიბრძნე სიცრუისა“ - მემკვიდრის აღზრდის ამბავი, იგავ-არაკები: „მეფე ხორასნისა“, „ძუნწი და ვაჭარი“, „უგუნური მცურავი“,“ სამნი ბრმანი“, „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“.
დავით გურამიშვილი: „დავითიანი“ – „სწავლა მოსწავლეთა“, „ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი“, „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი, „ქართველთაგან და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულებბა“, „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, „დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყოება“, „ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, ამის თქმა დავითისაგან“, „ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“, „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“, „დავით გურამიშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“.
ალექსანდრე ჭავჭავაძე: ლექსი „გოგჩა“.
ნიკოლოზ ბარათაშვილი: ლექსები - „არ უკიჟინო სატრფოო“, „ცისა ფერს“, , „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“.
ილია ჭავჭავაძე: ლექსები - „ბედნიერი ერი“, „პასუხის პასუხი“, „ჩემო კალამო“; პოემები - „განდეგილი“, „აჩრდილი“ –VII თავი.
აკაკი წერეთელი: ლექსები - „აღმართ-აღმართ“, „სულიკო“, „ქებათა ქება“.
ალექსანდრე ყაზბეგი: „ხევისბერი გოჩა“.
ვაჟა ფშაველა: ლექსები - „რამ შემქმნა ადამიანად“, „იას უთხარით ტურფასა“; პოემები - „ბახტრიონი“; პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.
გალაკტიონ ტაბიძე: ლექსები „მშობლიური ეფემერა“.
გიორგი ლეონიძე: ლექსები - „ნინოწმინდის ღამე“.
ანა კალანდაძე: ლექსი - „მკვდართა მზე ვარ“, ჩანაცვლებულია ლექსით - „ვაჟაო, დილის მზის სხივო“.
პაოლო იაშვილი: ლექსი „პოეზია“.
პოლიკარპე კაკაბაძე: - „ყვარყვარე თუთაბერი“ (I და IV მოქმედებები).
ალექსანდრე ყაზბეგი: „ხევისბერი გოჩა“.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე, პაოლო იაშვილი, პოლიკარპე კაკაბაძე, ალექსანდრე ყაზბეგი ქართული ენისა და ლიტერატურის 2024 წლის პროგრამაში მხოლოდ ერთი ნაწარმოებით იყვნენ წარმოდგენილნი, შესაბამისად, 2025 წლის პროგრამაში მათი შემოქმედება აღარ შედის.
რაც შეეხება ისტორიის ეროვნული გამოცდების პროგრამებს, ჩვენთვის საინტერესო საკითხი 2024 წლის პროგრამაში ცალკე ქვეთავი იყო გამოყოფილი - „საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“, რომელშიც შემდეგი საკითხები შედიოდა: რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა; აჯანყება საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში; საქართველო მეფისნაცვლის პერიოდში; ალექსანდრე II-ის რეფორმები; რუსეთ-ოსმალეთის ომები და საქართველო.
2025 წლის ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამაში, ქვეთავში - „ საქართველო XIX საუკუნეში“ შედის: საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ, 1832 წლის შეთქმულება, თერგდალეულები.
ამგვარად, 2025 წლის ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამიდან ამოღებულია საკითხი - აჯანყება საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში. შესაბამისად, 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის საქართველოს აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ, პროგრამიდან ამოღებულია.
შესაბამისად, სიმართლეა ის ფაქტი, რომ ეროვნული გამოცდების ქართული ენის და ლიტერატურის და ისტორიის პროგრამებიდან ზემოთ განხილული საკითხები ნამდვილად ამოღებულია.
„ფაქტ-მეტრმა“ ეროვნული გამოცდების ქართული ენის და ლიტერატურის და ისტორიის ბოლო 5 წლის პროგრამებიც შეისწავლა, როგორც აღმოჩდა, ამ წლების განმავლობაში ეროვნული გამოცდების დასახელებული საგნების პროგრამებში ცვლილებები არ შესულა.
ეროვნული გამოცდების პროგრამებიდან საკითხების ამოღებას განათლების სამინისტრო გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხები არა სასწავლო პროგრამიდან, არამედ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან არის ამოღებული: „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა“.
ჩვენი მხრივ, უნდა აღვნიშნოთ, რომ განათლების სამინისტროს განმარტების გარეშეც, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ ჩამოთვლილი საკითხები ეროვნული გამოცდების პროგრამიდან იყო ამოღებული და არა სასწავლო პროგრამიდან, საზოგადოების ინტერესს საკითხების ამოღების მიზეზი წარმოადგენდა, რაზეც სამინისტრომ გავრცელებული განცხადებით პასუხი ვერ გასცა.