სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Tata Martiashvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), „საქართველოს მთავრობის“ Facebook-პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. პოსტში წერია: შეიქმნება აეროპორტში დამხვედრი რაზმი, რომელიც საზეიმო დახვედრას მოუწყობს ხოლმე გამარჯვებულ სპორტსმენებს. რაზმის შემადგენლობაში შევა ორკესტრი, მედოლეები, მედროშეები, ფიანდაზის დამგებნი და ტაშის დამკვრელები“. სინამდვილეში, გავრცელებული პოსტი გაყალბებულია. (არქივირებული ბმული)
საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდზე მსგავსი პოსტი არ იძებნება. საქართველოს მთავრობის აღნიშნული განცხადება არც სანდო მედიასაშუალებების გვერდებზე იძებნება.
Facebook-ზე იდენტური ტექსტის მქონე პოსტი არასანდო გვერდზე GFP News-ზე გვხვდება. გვერდს 1 მოწონება და 1 გამომწერი ჰყავს. პოსტები ძირითადად ანტიევროპული და ანტიუკრაინული შინაარსისაა. ეს უკვე „ფაქტ-მეტრის“ მიერ გადამოწმებული მესამე შემთხვევაა, როდესაც Tata Martiashvili-ის მიერ გავრცელებული ყალბი პოსტის იდენტური ტექსტი ამ არასანდო გვერდზე გვხვდება.
ამგვარად, გავრცელებული პოსტი გაყალბებულია.
-----------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.