სოციალურ ქსელში მომხმარებელი ფოტოანაბეჭდს აქვეყნებს, რომელზეც, თითქოს კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას Facebook-პოსტია აღბეჭდილი. პოსტში ვკითხულობთ: „რაღაც ხავსმოდებულ გელათს და ბაგრაწს მისტირით ნაცები, რაში გჭირდებათ ეგ ნანგრევები, როცა ივანიშვილმა არქიტექტურული სასწაული, სამების ტაძარი აგიშენათ? შ**** და მანდ ილოცეთ, თუ ლოცვა გინდათ!“. სინამდვილეში, პოსტი გაყალბებულია. გოგა ხაინდრავას Facebook-გვერდი არ იძებნება (არქივირებული ბმული).

გოგა ხაინდრავას გვერდი ან პირადი ანგარიში Facebook-ზე არ იძებნება. გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში X (წარსულში Twitter) პლატფორმაზე აქტიურობს და, შესაბამისად, პოსტებსაც იქ აქვეყნებს. თუმცა, მსგავსი შინაარსის პოსტი არც X-ის გვერდზე იძებნება. გოგა ხაინდრავას მსგავსი განცხადება არც მედიასაშუალებების გვერდებზე არ გვხვდება.

გარდა ამისა, Facebook-ზე იდენტური ტექსტის მქონე პოსტი მხოლოდ ერთ არასანდო გვერდზე GFP News-ზე იძებნება. გვერდს 1 მოწონება და 1 გამომწერი ჰყავს. პოსტები ძირითადად ანტიევროპული და ანტიუკრაინული შინაარსისაა.

ამგვარად, გავრცელებული პოსტი გაყალბებულია.

----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.