• ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსი მოგონილია და სომხეთშიც არ ფიქსირდება

დეზინფორმაცია: „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსი მოგონილია და სომხეთშიც არ ფიქსირდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26/08/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Gvan Ca“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), „მთავარი არხის“ რეპორტაჟიდან ფოტოანაბეჭდს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). პოსტის ავტორის მიხედვით, „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსი რეალურად მოგონილია და სომხეთში დაფიქსირებული შემთხვევებზეც პანიკის ასაწევად გამოიყენება. 

 

რეალურად, „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსი (West Nile Virus) ფლავივირუსების გვარის წარმომადგენელია და ადამიანებს ძირითადად ინფიცირებული კოღოების ნაკბენით გადაეცემა. ინფექციისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სეზონურობა - აფეთქება ზაფხულის მიწურულს და შემოდგომაზე. ვირუსი პირველად ადამიანში უგანდაში 1937 წელს დაფიქსირდა.

„დასავლეთ ნილოსის“ ვირუსის ძირითადი გადამტანებია Culex pipens (სარდაფის კოღო) და Culex mimeticus. Culex pipens-ის კოღოები წარმოადგენენ ადამიანის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ექტოპარაზიტებს. ვირუსი ასევე შეიძლება გადაეცეს სხვა ინფიცირებულ ცხოველებთან, მათ სისხლთან ან სხვა ქსოვილებთან კონტაქტით. ადამიანის ინფექციების ძალიან მცირე ნაწილი ორგანოთა გადანერგვის, სისხლის გადასხმისა და დედის რძის გზით მოხდა. დაფიქსირდა ტრანსპლაცენტური (დედიდან შვილზე) WNV-ის გადაცემის შემთხვევაც. ინფიცირებულთა დაახლოებით 80% რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა, ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური დაავადება და ფატალურადაც დასრულდეს. კერძოდ, ინფიცირებული 5-დან 1 ადამიანს უვითარდება ცხელება და სხვა სიმპტომები. 150 ინფიცირებულიდან დაახლოებით 1-ს უვითარდება სერიოზული, ზოგჯერ ფატალური დაავადება. 

ადამიანებში პროფილაქტიკური ვაქცინები ან მედიკამენტები „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსის სამკურნალოდ არ არსებობს. 

„დასავლეთ ნილოსის“ ვირუსის ყველაზე ბევრი შემთხვევა აქამდე საბერძნეთში, ისრაელში, რუმინეთში, რუსეთსა და აშშ-ში დაფიქსირებულა. ასე მაგალითად, საბერძნეთში „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსი პირველად 2010 წელს დაფიქსირდა, ჯამში  262 შემთხვევიდან 35  ადამიანი დაიღუპა. ისრაელში კი ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი მიმდინარე წელს პიკს აღწევს. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 870 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 64 ადამიანი დაიღუპა.  

რაც შეეხება სომხეთის შემთხვევას, სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, სტეპან ატოიანმა 21 აგვისტოს ქვეყანაში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელების პირველ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ ცხელებით ქვეყანაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. 24 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 75 შემთხვევა ფიქსირდება. 

ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსი გამოგონილია. მისი არაერთი, მათ შორის ფატალური, შემთხვევა დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ სომხეთშიც მიმდინარე ზაფხულს ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
WHO
\"დასავლეთ ნილოსის\" ვირუსი
სომხეთი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია

    ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა