• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში Turkish Airlines-ის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში Turkish Airlines-ის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

21/08/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „გუარამ მამფალი“, რომელსაც „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია, Turkish Airlines-ის პერსონალის ფოტოს აქვეყნებს, აღწერით: „იწყება.... თურქიშის პერსონალი აფრიკის მიმართულებით ხელთათმანით და პირბადით იფრენს“. რეალურად, ფოტო 2021 წელს კორონავირუსის პანდემიის დროს არის გადაღებული. მისი ახლა გავრცელება, თანაც აფრიკის ხაზგასმით,  მომხმარებლებს უქმნის წარმოდგენას, რომ წესების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ “თურქეთის ავიახაზები” (Turkish Airlines), „მაიმუნის ვირუსის“ გავრცელების გამო მიიღო. 

 

ფოტო, რომელსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, 2021 წლის სექტემბერში თურქული გამოცემა  „Daily Sabah“-ის  მიერ გავრცელდა. სტატია თურქეთის საავიაციო სექტორზე პანდემიის გავლენას ეხება. 

ცნობისთვის, 14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (Mpox) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მიზნად ვაქცინების საჭირო მარაგების აფრიკის მაღალი რისკის ქვეყნებისთვის მიწოდებას ისახავს, ასევე გაძლიერდება სხვა თავდაცვითი ზომები, რაც „მაიმუნის ყვავილის“ ეპიდაფეთქების ჩახშობისთვის აუცილებელია. ასევე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გლობალური გავრცელების პრევენციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება, მაგრამ  შესაძლებელია, რომ მოგზაურობის შედეგად ვირუსი აფრიკიდან გლობალურად გავრცელდეს. თუმცა ამ დროისთვის ჯანდაცვის ორგანიზაციები „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის იმგვარ აფეთქებას, რომ პანდემია გამოიწვიოს, არ ელოდებიან. პანდემიის გამომწვევი ვირუსები, როგორც წესი უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე „მაიმუნის ყვავილი“. კორონავირუსისგან (COVID-19) განსხვავებით, „მაიმუნის ყვავილი“ ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება, რაც გლობალურად ვირუსის სწრაფ გავრცელებას აფერხებს.  

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მკაცრი რეგულაციების საჭიროება არ არსებობს, მაგრამ იმასაც ამბობენ,  რომ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და მისი მეთვალყურეობა მნიშვნელოვანია. 

აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-ის მიერ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო წესების გამკაცრების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. 

ამდენად, Facebook-ანგარის პოსტი დამატებითი კონტექსტის გარეშე შეცდომაში შემყვანია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

 

 

თეგები:
Turkish Airlines
\"მაიმუნის ყვავილი\"
სომხეთი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა