• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: რუმინეთში მართლმადიდებლური ეკლესია სპორტულ დარბაზად გადაკეთდა

დეზინფორმაცია: რუმინეთში მართლმადიდებლური ეკლესია სპორტულ დარბაზად გადაკეთდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/08/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2; 3), ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ტაძარში სპორტული აქტივობა ჩანს. Facebook-ანგარიში წერს: „ქალაქ ორადაში მდებარე რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესია სპორტულ დარბაზად გადაკეთდა: ღვთისმსახურების ნაცვლად, ახლა მოზარდი კარატიკოსების საჩვენებელი წარმოდგენებია“. რეალურად, მტკიცება, რომ ტაძარი სპორტულ დარბაზად გადაკეთდა, მცდარია. ტაძრის შიგნით სპორტული აქტივობის ჩატარება დაგეგმილი არ იყო და შემთხვევით მოხდა, რაზეც ტაძრის ადმინისტრაციამ ბოდიშიც მოიხადა. თანაც აქტივობა მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ხოლო ტაძარში რელიგიური მსახურება ჩვეულებრივ გრძელდება.

 

აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ რუმინულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია „Factual“-ს დაუკავშირდა. 

მიმდინარე წლის ზაფხულს რუმინეთის წმ. მთავარანგელოზის მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესია, რომელიც ქალაქ ორადიაში მდებარეობს, უფასო საზაფხულო ბანაკს მასპინძლობს. Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული კადრები სწორედ ამ საზაფხულო ბანაკიდან ვრცელდება. როგორც ჩანს, კადრები თავად რუმინეთში მალევე გავრცელდა, რასაც ეკლესიის Facebook-გვერდის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ ზაფხულის განმავლობაში დილის 9:00 საათიდან 13:00 საათამდე, ბავშვებთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ტარდებოდა, რასაც სკოლის მასწავლებლები და სხვადასხვა დარგის  სპეციალისტი ხელმძღვანელობდნენ. მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო ზოგიერთი სემინარის, მათ შორის ბიბლიის კითხვის, ტაძრის შიგნით ჩატარება დასჭირდათ. განხორციელებულ აქტივობებს შორის იყო სპორტული კლუბის საჩვენებელი გაკვეთილი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. პოსტის მიხედვით, რადგან ბავშვებს კარატის კიმონო ეცვათ, გარეთ მაღალი ტემპერატურის გამო, დასცხათ და რამდენიმე წუთი ტაძარში შევიდნენ. ტაძარში ერთ-ერთმა ბავშვმა იკითხა, რეალურად ენახა სპორტული მოძრაობები, ვიდეოც სწორედ ამ მომენტშია გადაღებული. 

ტაძრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მსგავსი ჩვენებისთვის ტაძარი შეუფერებელი ადგილი იყო: „ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს სამწუხარო მოვლენა იყო უნებლიე შეცდომა, რაც არავითარ შემთხვევაში არ იყო წინასწარ განზრახული გეგმის ნაწილი. (...) სამწუხაროდ, იმ წუთებში ადგილზე ეკლესიის არც ერთი მსახური არ იმყოფებოდა, რათა თავიდან აეცილებინა სრულიად შეუფერებელი მოვლენა“. პოსტში ასევე ვკითხულობთ, რომ საეკლესიო სივრცე მკაცრად მხოლოდ ლოცვისთვის არის განკუთვნილი, ხოლო ეზო და ზოგადად გარე სივრცე მსგავსი აქტივობებისთვის გამოიყენება, რათა მოზარდებს აჩვენონ ვირტუალური გარემოს ჯანსაღი ალტერნატივა: „ეს არის ეკლესიის მისია, გამოვიდეს სალოცავი ადგილის კედლებიდან და იქადაგოს ქრისტეს ყოფნის სიხარული და კურთხევა. ჩვენ თავმდაბლად და გულწრფელად ვითხოვთ პატიებას, თუ გადაღებულმა მომენტმა გამოიწვია დაბნეულობა მორწმუნეებში. ჩვენ კარგად გვესმის, რა არის ლიტურგიკული სივრცის დანიშნულება და მისი სიწმინდე, ისევე როგორც გვესმის, რომ ადამიანი უშვებს შეცდომებს; არა მხოლოდ აკეთებს სიკეთეს, რაც მას სურს, არამედ ხშირად, სამწუხაროდ, ბოროტებასაც, რომელიც არ სურს“. 

ამდენად, Facebook-ანგარიშის მტკიცება, რომ რუმინეთში მართლმადიდებლური ეკლესია სპორტულ დარბაზად გადაკეთდა, მცდარია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
რუმინეთი
ეკლესია
სპორტული დარბაზი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა