სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ბრძენი კრიტიკოსი“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის ვიდეოს ავრცელებს წარწერით: „გია ბარამიძის აღიარება კოლექტიური ოპოზიციის სახელით“. ვიდეოში გიორგი ბარამიძე შემდეგ წინადადებას ამბობს: „ასეთი ადამიანები, ასეთი ქართველები ვართ აგენტები, ყველანი, განურჩევლად პარტიულობისა და ეგ უნდა შევიგნოთ ყველამ ჩვენ“. სინამდვილეში, ვიდეო კონტექსტიდან ამოგლეჯილია და შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ბარამიძე საკუთარ თავსა და ოპოზიციას აგენტებს უწოდებს. (არქივირებული ბმული)

2024 წლის 16 ივლისს გიორგი ბარამიძე ინგა გრიგოლიას გადაცემის „რეაქცია“ სტუმარი იყო. სწორედ ამ ვიდეოდანაა მოჭრილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ნაწყვეტი. გადაცემაში ბარამიძე საუბრობს „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე, არჩევნებსა და სხვა თემებზე. რეალურად, ის შემდეგ ტექსტს ამბობს: (იხ. 20:40-დან): „26 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებაში ვერ იქნებიან, ჩვენ მათზე არც ანგარიშსწორებას ვაპირებთ, ვაპირებთ, რომ იყოს, შეიქმნას ნორმალური სასამართლო, ნორმალური პროკურატურა, რომელიც კრიმინალს შეებრძოლება და არა ოპონენტებს, იყოს ნორმალური, არაპოლიტიკური პოლიცია, სუს-ი, რომელიც უნდა უპირისპირდებოდეს აგენტურას, რეალურ აგენტურას, რუსეთის იქნება, თუ სხვა მტერი სახელმწიფოების და ესენი აგენტურას გვეძახიან ყველას ჩვენ, და თქვენ ამბობთ, რომ, როგორ გესახებათო, აი, რაც თქვა, იმას აპირებენ. რას პირდებიან? ამას პირდებიან, რომ ყველა, ვინც კი ჰყავთ ოპონენტი, ეხლა ყველა მოგვათვალეს ჩვენ, თავისი სალომე ზურაბიშვილიც და გახარიაც და ა.შ. - ყველა. თურმე ჩვენ მოგვათვალეს ხაზარაძე და იმეებზე არ ვლაპარაკობ, ვინც ოდესღაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ვინც ჩვენ გვებრძოდა და ვისაც ჩვენ ვებრძოდით პოლიტიკურად და დღესაც დაპირისპირებულები ვართ პოლიტიკურად და მომავალშიც ვიქნებით, მაგრამ, ვინც ოდნავ მაინც პროდასავლურია, ვინც ოდნავ მაინც ამჟღავნებს, რომ უნდა საქართველო, მიუხედავად, ვთქვათ, ჩვენთან დაპირისპირებისა, ევროკავშირში თუ NATO-ში, აი ყველა მათთვის არის მტერი, ყველა მათთვის არის აგენტი, რატომ? იმიტომ, რომ პუტინისთვის არის ასეთი ადამიანები, ასეთი ქართველები ვართ აგენტები, ყველანი, განურჩევლად პარტიულობისა და ეგ უნდა შევიგნოთ ყველამ ჩვენ, რომ არ გვაქვს ჩვენ ფუფუნება პარტიული, ცალკეული რაღაცა ასეთი ცალკე აღებული პოლიტიკის კეთებისა, ახლა არის მართლა რეფერენდუმი, ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად...“.

რეალურად, გიორგი ბარამიძე ამბობდა, რომ ყველა, ვისაც სურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირსა და NATO-ში, პუტინისთვის (და „ქართული ოცნებისთვის“) ასეთი ხალხი არიან აგენტები.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურად არის ამოჭრილი, რაც კონტექსტს ამახინჯებს და არასწორ, შეცდომაში შემყვან ინფორმაციას წარმოადგენს.

------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია