• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციიდან სოფო ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციიდან სოფო ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ბრძენი კრიტიკოსი“ ახალი პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაციიდან ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც  მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე გამოსვლისას შემდეგ სიტყვებს ამბობს: „გამარჯვებამდე სწორედ ერთიანობას შეუძლია რომ მიგვიყვანოს. რა არის ის ყველაზე მთავარი, რის გარშემო გაერთიანებაც გაგვიმარტივდება ყველას. პასუხი არის ერთადერთი, ეს არის ის ადამიანი, მეგობრებო, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა, ჩვენი ქვეყნის საამაყო, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს ისჯება სწორედ საქართველოს სიყვარულისთვის“. ვიდეო იმავე სახელწოდების ანგარიშის მიერ  TikTok-პლატფორმაზეც გავრცელდა. 

რეალურად, გამოსვლის სხვადასხვა მონაკვეთი ისეა  შეერთებული, რომ მსმენელს მცდარი შთაბეჭდილება შეუქმნას. სინამდვილეში,  სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი რამ, რის გარშემოც გაერთიანება გაუმარტივდებათ, არის სამშობლოს სიყვარული. 

  

პოლიტიკური პლატფორმის  „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაცია 8 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე გაიმართა. ახალი პლატფორმის წევრებს შორის დასახელდა სოფო ჯაფარიძეც, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი. ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას, ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, [იხილეთ ჩანაწერი 17:40 წუთიდან) „მიმაჩნია, რომ „რუსულ რეჟიმთან“ გარდაუვალ გამარჯვებამდე სწორედ ერთიანობას შეუძლია მიგვიყვანოს, რა არის ის ყველაზე მთავარი, რის გარშემო გაერთიანებაც გაგვიმარტივდება ყველას. პასუხი არის ერთადერთი, ეს არის ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის,  საქართველოს სიყვარული, რომლის გამოც ხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი ადამიანი დაზიანდა, ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა შეიწირა, მაგრამ მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეძლო,  ეს არის უპრეცედენტო ერთობა, უპრეცედენტო ერთობა ქართველი ხალხის, რომელიც გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის უკეთესი და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად“. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სამშობლოს სიყვარულის ნაწილი ამოღებულია და გრძელდება მონაკვეთით, რომელშიც სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. კერძოდ, სოფო ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით აღნიშნა: „უპირველესად, ვინც რუსული ხელისუფლების მხრიდან უკანონო ტყვეობაშია, ეს არის ის ადამიანი, მეგობრებო, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა, ჩვენი ქვეყნის საამაყო, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს ისჯება სწორედ საქართველოს სიყვარულისთვის“.  

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო დამუშავებულია და არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სოფო ჯაფარიძე
პარტია \"ახალი\"
\"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის\"
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა