• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში რომის პაპის დამუშავებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში რომის პაპის დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

09/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (მაგალითად, იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4),  რომის პაპი ფრანცისკეს ფოტოს ავრცელებს, სადაც ის თითქოს არგენტინელ მოდელს უყურებს, აღწერით: „ჯვარი არ უკეთიაო“. რეალურად, გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია. 

 

აღნიშნული ფოტო ინტერნეტსივრცეში მრავალი წელია ვრცელდება. მის ვირუსულ გავრცელებას ჯერ კიდევ 2020 წელს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია AFP  გამოეხმაურა.

გავრცელებული ფოტოს ორიგინალი ვერსია Associated Press-მა (AP) 2015 წლის ივლისში გაავრცელა.  მასზე აღბეჭდილია  რომის პაპის  შეხვედრა  ბოლივიის მაშინდელ პრეზიდენტ ევო მორალესთან (იხილეთ სტატიის ფოტოანაბეჭდი ). 

  

რომის პაპი რეალურად ორიგინალ სურათში პრეზიდენტ მორალესის მიერ წარდგენილ ჩაქუჩზე გამოსახულ ქრისტეს გამოსახულებს უყურებს.

Facebook-ანგარიშის პოსტში სწორედ ბოლივიის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოს რედაქტირებული ვერსიაა წარმოდგენილი:

  

რაც შეეხება არგენტინელი მოდელის ვიქტორია ქსიპოლიტაკისის ფოტოს, ის  პარაგვაიში რომის პაპის ვიზიტის დროსაა გადაღებული. ფოტო თავდაპირველად  ავსტრალიური ახალი ამბების ვებსაიტმა News.com.au 2015 წლის 16 ივლისს გამოაქვეყნა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, არგენტინელ მოდელს შეუსაბამო ჩაცმულობის გამო ტერიტორია დაატოვებინეს. აღნიშნული ინციდენტის შესახებ  ახალი ამბების სხვა გამოცემებმაც დაწერეს (1,2). 

იხილეთ News.com.au სტატიის  ფოტოანაბეჭდი, რომელშიც არგენტინელი მოდელის ფოტო არის წარმოდგენილი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სურათის ორიგინალში ის რომის პაპთან არ დგას:

 

ამდენად, გავრცელებული ფოტო, რომელზეც რომის პაპი და არგენტინელი მოდელი ერთად არიან აღბეჭდილნი, რედაქტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა
გიორგი ვაშაძე
არგენტინელი მოდელი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა