სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩანს. ვიდეო შემდეგი კომენტარით გამოქვეყნდა: „ზელინსკიმ F-16 ის გამანადგურებელი გატესტა“. სინამდვილეში, აღნიშნული ვიდეო რედაქტირებულია. (არქივირებული ბმული)

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს TikTok-ანგარიშის სახელი @arhangel.specnaz6. მას TikTokზე ანტიუკრაინული შინაარსის უამრავი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. გარდა ამისა, ფოტოს რევერსული ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით, აღმოჩნდა, რომ ვიდეო YouTube-ზეცაა ხელმისაწვდომი, მათ შორის, ინგლისურენოვანი აღწერით (1; 2; 3). საგულისხმოა, რომ YouTube-ზე გავრცელებულ ზოგიერთ ვიდეოს აღწერაში მითითებული აქვს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა რედაქტირებული. ზოგიერთ ვიდეოს კი მარჯვენა ზედა კუთხეში წარწერა აქვს - LUMA. გადამოწმების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ეს არის პროგრამა, რომელიც ტექსტისა და ფოტოების დახმარებით AI ვიდეოებს ქმნის.ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია.

ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეოები სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად ვრცელდება. „ფაქტ-მეტრს“ მსგავსი ვიდეოები არაერთხელ გადაუმოწმებია (იხ. სტატია 1; 2; 3).

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.