• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში მუსლიმ მომლოცველთა ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში მუსლიმ მომლოცველთა ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მუსლიმი მომლოცველების ვიდეოს ავრცელებს. მისი მტკიცებით, ლოცვა 2024 წლის 9 ივნისს პარიზში მიმდინარეობს. რეალურად, ვიდეო 2022 წლის 2 მაისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვშია გადაღებული. 

Google-ის ფოტოების ძიების ინსტრუმენტის (Image Reverse Search) გამოყენებით დადგინდა, რომ ვიდეოში აღბეჭდილი მეჩეთი, რომელთანაც მუსლიმები ლოცულობენ, არა პარიზში, არამედ მოსკოვში მდებარეობს. 

კადრი ვიდეოდან    ---------------------     კადრი Google Maps-დან

ყოველწლიურად რუსეთის დედაქალაქში ყურბან ბაირამის დღესასწაული, ანუ იდ ალ-ადჰა, აღინიშნება. დღესასწაულზე მუსლიმი მომლოცველები მოსკოვის საკათედრო მეჩეთში იკრიბებიან.

იდენტური ვიდეო YouTube-პლატფორმაზე 2022 წლის 4 მაისს რუსული სახელწოდებით „ყურბან-ბაირამი 2022 წელი მოსკოვის საკათედრო მეჩეთში“ გამოქვეყნდა.  The Moscow Times-ის ინფორმაციით, მოსკოვში 2022 წლის 2 მაისს სალოცავად ასობით მილიონი მუსლიმი შეიკრიბა. ვინაიდან რუსეთის დედაქალაქის უდიდეს მეჩეთში სივრცე შეზღუდულია, მომლოცველებმა მიმდებარე ქუჩებიც დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო იდენტური მტკიცებით ინტერნეტსივრცეში ყოველწლიურად ქვეყნდება. მაგალითად, მის ვირუსულ გავრცელებას ჯერ კიდევ 2022 წელს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია AP News და BOOM Fact Check, ხოლო 2023 წელს - AFP Fact Check გამოეხმაურა. 

AP News-ის სტატიაში ასევე ვხვდებით თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu Agency-ის მიერ Getty Images-ზე განთავსებულ, იმავე დღესასწაულის ფოტოებს, რომელთა აღწერაშიც ვკითხულობთ: - „მუსლიმები იკრიბებიან 2022 წლის 2 მაისს მოსკოვში, ანიტ მეჩეთისა და ისტორიული მეჩეთის ეზოში იდ ალ-ფითრის ლოცვის შესასრულებლად“.

2023 წელს ვიდეო საფრანგეთში მიმდინარე ძალადობრივ პროტესტსაც დაუკავშირეს. AFP სტატიაში ასევე წერს, რომ ვიდეო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვშია გადაღებული და შესაბამისად, საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან კავშირი არ აქვს.

ამრიგად, მოსკოვში გადაღებული ვიდეო ინტერნეტსივრცეში მცდარი კონტექსტით ვრცელდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ყურბან ბაირამის დღესასწაული
პარიზი
მოსკოვი
მუსლიმი მომლოცველები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

    ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართვ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო

    EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უც...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა