• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: „მონაკოს“ ნახევარმცველ მოჰამედ კამარას 4-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად სხვა შეზღუდვებიც დაუწესეს

დეზინფორმაცია: „მონაკოს“ ნახევარმცველ მოჰამედ კამარას 4-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად სხვა შეზღუდვებიც დაუწესეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Nika Lashareli”, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, მონაკოს ნახევარმცველის მოჰამედ კამარას  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ფეხბურთელს 4-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად  სხვა შეზღუდვები და მოთხოვნებიც დაეკისრა: „ლიცენზიაზე 6 ქულის შემცირება; არანაირ დესერტს სასადილოში 1 წლის განმავლობაში; მატჩების შეჩერება; ჯარიმას €50,000 ოდენობით; გეი პრაიდში სავალდებულო მონაწილეობა 2025 წელს“. რეალურად, კამარამ თამაშის დროს სპეციალური ლოგოს დაფარვის შემდეგ, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის ფარგლებში  მაისურებზე იქნა დატანილი,  4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მართლაც მიიღო.  თუმცა, გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ დისკვალიფიკაციის გარდა,  Facebook-ანგარიშის მიერ ჩამოთვლილი სხვა პუნქტების ფეხბურთელის წინააღმდეგ ამოქმედება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მონაკოს“ ნახევარმცველ მოჰამედ კამარას 4-მატჩიან დისკვალიფიკაციაზე განცხადება საფრანგეთის საფეხბურთო ლიგამ (LFP) მას შემდეგ გააკეთა, რაც ფეხბურთელმა მიმდინარე წლის 19 მაისს მონაკოს სეზონის ბოლო ლიგის მატჩში, ნაკრების მაისურზე LGBTQ+ მხარდამჭერი ლოგო თეთრი ლენტით დაფარა. ცნობისთვის, საფრანგეთის  საუკეთესო დივიზიონის კლუბები თავიანთ მაისურებზე ცისარტყელას სიმბოლოს დატანით ლგბტქ+ თემის მიმართ  მხარდაჭერას გამოხატავენ. 

განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ამელი ოუდეა-კასტერამ ერთ-ერთ ფრანგულ რადიოსთან  ფეხბურთელის საქციელს მიუღებელი უწოდა და მის  წინააღმდეგ „უმკაცრესი სანქციების“ დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრა. 

დისკვალიფიკაციის შემდეგ,  მალის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა: „მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოთამაშეები არიან მოქალაქეები, როგორც ყველა სხვა, რომელთა ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს ყველა ვითარებაში“. მომხდარს გამოეხმაურა მონაკოს აღმასრულებელი დირექტორი ტიაგო სკუროც. მისი თქმით,  კლუბი მხარს უჭერს საფრანგეთის ლიგის მხრიდან LGBTQ+ მხარდაჭერის კამპანიას. „ეს იყო კამარას პირადი ინიციატივა“, - განუცხადა სკურომ ფრანგულ მედიას. სკურომ დამატებით ისიც აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა სიმბოლო რელიგიური მიზეზების გამო  დაფარა.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ ჩამოთვლილი ვალდებულებები თუ შეზღუდვები, რომლებიც თითქოს 4-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად ფეხბურთელს დაუწესეს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დისკვალიფიკაცია
LGBTQ+
ლოგო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა