• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში აქციის მონაწილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში აქციის მონაწილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

15/05/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ტერენტი გლდანელი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს. მოჭრილ ვიდეოში მომიტინგე ამბობს, რომ მას არ უნდა ევროპა. სინამდვილეში, სრული ციტატიდან ცხადი ხდება, რომ აქციის მონაწილის აღნიშნული ფრაზა მხოლოდ წამოცდენა იყო.

აქციის მონაწილის გავრცელებული ვიდეო მის მიერ ტელეკომპანია „ფორმულისთვის“ მიცემული ინტერვიუს ამონარიდია. მან 2024 წლის 14 მაისს „ფორმულას დღის“ პირდაპირ ეთერში (დროის ზუსტი მონაკვეთი 17:31:21) ჟურნალისტს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეები არ აპირებდნენ დაშლას. „არანაირი ფიზიკური ზეწოლა, არანაირი კამათი, არანაირი შეხლა-შემოხლა. როგორც ხედავთ, ჯაჭვით მივდივართ, უკან ვიხევთ, როგორც გვეუბნებიან ისე ვაკეთებთ, მაგრამ ამ მთავრობას მაინც ვერ გვაგებინეთ ის, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა, არ გვინდა რომ რუსეთის ნაწილები ვიყოთ, არ გვინდა რომ... ჩვენ მხოლოდ ევროპა გვინდა“, - განაცხადა  მან. მისი სრული ციტატიდან ცხადი ხდება, რომ აქციის მონაწილის გავრცელებული ფრაზა წამოცდენა იყო და რომ იგი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ ვიდეო მანიპულაციურადაა მოჭრილი. მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
„რუსული კანონი“
ოლაფ შოლცი
დისკრედიტაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა