• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გავრცელებულ ვიდეოში ხალხს ლგბტ თემის წევრობისკენ მოუწოდებენ

დეზინფორმაცია: გავრცელებულ ვიდეოში ხალხს ლგბტ თემის წევრობისკენ მოუწოდებენ

ვერდიქტი: მანიპულირება

07/03/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოცილურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნაცი ხვიტია“ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს. აღწერაში კი წერს: „არა კაცო, სად ხდება პროპაგანდა, ეს ჩვენ ვაქცევთ ზედმეტ ყურადღებას უბრალოდ" აი ასე მოაზროვნეები ხართ იდიოტები და ხელშემწყობები ამ მარაზმის. სასწრაფოდ მიიღეთ კანონი“. ვიდეოს ნაწილი, სადაც ვიდეოგრაფი LashaFox საუბრობს, პროპაგანდისტული გვერდის „ტერენტი გლდანელი“-ის მიერაც გავრცელდა, პოსტის აღწერაში ანგარიში წერს: „პირდაპირ მოგვიწოდებენ ლგბტ თემის წევრები გავხდეთ“. რეალურად, გავრცელებულ ვიდეოში სატირული ჟანრის მოკლე ვიდეოებია თავმოყრილი, თუმცა, ისინი იმგვარადაა მოჭრილი, რომ მომხმარებლებისთვის რეალური კონტექსტი არ ჩანს.

კოლაჟის პირველ ნაწილში ვიდეოგრაფი Lasha Fox-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან არის კადრები ამოჭრილი. რეალურად, მან Instagram და TikTok პლატფორმაზე სატირული შინაარსის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საბერძნეთში ერთნაირსქესიანთან  ქორწინების დაკანონებაზე საუბრობს. რუბრიკის სახელწოდებად კი „ლგბტ პროპაგანდა“ აირჩია, რაც გასული კვირიდან  „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ კანონპროექტს უკავშირდება. „ქართულმა ოცნებმა“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მუშაობენ კანონპროქტზე, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაიცავს. „ფსევდოლიბერალური იდეოლოგია“ კი როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „არატრადიციული ორიენტაციის“ პროპაგანდას და „გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის დანერგვას“ გულისხმობს. 

Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული კოლაჟის მეორე ნაწილში ჩანს TikTok-ანგარიშის lucas.ablotia-ს ვიდეოდან ამოჭრილი კადრი, სადაც ის აცხადებს, რომ გეებს „გეი დიქტატურა“ სურთ. 

 

რეალუარად, სრული ვიდეოში ლუკა აბლოთია  თავად ამბობს, რომ ხუმრობს და ლგბტ თემის მთავარი მიზანი სინამდვილეში შემდეგია:  „ჩვენ გვინდა, რომ იყოს თანასწორობა, თავისუფლება და ყველას ერთმანეთი უყვარდეს და სიყვარული იყოს მთავარი“.

რაც შეეხება შემდეგ მონაკვეთს, სადაც ლგბტ თემის წევრი კითხვაზე, „თუ რა არის მთავარი, რასაც ამ 5 წლის განმავლობაში ვიღაწიეთ“,  პასუხობს: „მეტი ადამიანი არის გეი ახლა“.

აღნიშნული ვიდეოს სრული ვერსია თბილისი პრაიდის Tiktok-ანგარიშზე, პრაიდის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. სინამდვილეში, ვიდეოს სრული ვერსიის ნახვისას, ცხადი ხდება, რომ  რესპონდენტი ხუმრობს. ამ ფაქტზე მიუთითებს ვიდეოზე დატანილი წარწერაც: „Disclaimer:ხუმრობს“. 

  

ამდენად, გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში მონაკვეთები იმდაგვარადაა ამოჭრილი, რომ მსმენელს ვიდეოში მონაწილე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და მათ რეალურ კონტექსტზე არასწორი წარმოდგენა ექმნება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ლგბტ პროპაგანდა
#ვიდეოკოლაჟი
#სატირა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა