ზაზა შავაძე: სამინისტრომ 57 სამელიორაციო არხის რეაბილიტაცია განახორციელა და 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯა
ვერდიქტი: ზაზა შავაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
განცხადება: 2019 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თვითონ და საქვეუწყებოს ჩართულობით, დაახლოებით 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯა და დაახლოებით 57 სამელიორაციო არხის რეაბილიტაცია განახორციელა.
2019 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მისმა საქვეუწყებო ორგანიზაცია ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა ორმოცდაათზე მეტი სამელიორაციო არხის რეკონსტრუქციის სამუშაოები შეისყიდეს. აქედან რამდენიმე შემთხვევაში, ხელშეკრულებები ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული. „სამელიორაციო სისტემების მართვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები ასევე მოიცავს სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვას. ტენდერების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში, მიმწოდებლებისთვის ანაზღაურებულია, ჯამში, 3 მლნ 170 ათას ლარზე მეტი. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ რამდენიმე ლოკაციაზე ტენდერი ორჯერ, სამჯერ ან მეტჯერაც კი გამოცხადდა, მაგრამ ან არ შედგა, ან უარყოფითი შედეგით დასრულდა. მაგალითად, 2022 წელს სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების უმეტესობაში მონაწილეობა არავინ მიიღო და 2023 წელს შესყიდვები, უკვე გაზრდილი (ხშირად, თითქმის გაორმაგებული) ფასებით, აგროსერვის ცენტრმა გამოაცხადა. თუმცა რამდენიმე ტენდერის გამოცხადება ამ ორგანიზაციასაც განმეორებით დასჭირდა.
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გადაცემაში სტუმრობისას, რაოდენობრივი მონაცემები სწორად დაასახელა, მაგრამ აღნიშნული ფაქტები არ ახსენა და საკითხი მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩინა. მან მაყურებელს არ უთხრა, რომ 2019-2023 წლებში არაერთი ტენდერი ვერ განხორციელდა და სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ მისთვის მნიშვნელოვანი სიკეთე დროულად ვერ მიიღო. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მინისტრის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ განაცხადა: 2019 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თვითონ და საქვეუწყებოს ჩართულობით, დაახლოებით 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯა და დაახლოებით 57 სამელიორაციო არხის რეაბილიტაცია განახორციელა.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
როგორც ირკვევა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაცია ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს, 2019 წლიდან 2024 წლის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით (24 მარტი), „სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის“, „სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციისა“ და „სამელიორაციო სისტემების მართვის“ პროგრამა/ქვეპროგრამების ფარგლებში, გამოცხადებული აქვთ ასზე მეტი ტენდერი. აქედან ნახევარი არ შედგა, შეწყდა ან დასრულდა უარყოფითი შედეგით. ზოგიერთ ლოკაციაზე სამინისტრომ და აგროსერვისცენტრმა ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადეს.
ცხრილი 1. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები
ლოკაცია |
ღირებულება, ლ |
სტატუსი |
2019 წელი |
|
|
ქედა, სოფ. გოგიაშვილები |
58 440 |
|
ქედა, სოფ. მერისი-გარეტყე |
26 350 |
|
შუახევი, სოფ. ბარათაული-ახალდაბა |
79 950 |
|
შუახევი, სოფ. ცეკვა-ვარჯანაული |
195 860 |
|
შუახევი, ბუთურაული-ახალდაბა |
79 950 |
|
ქედა, სოფ. გოგიაშვილები |
57 666 |
|
ქედა, სოფ. მერისი-გარეტყე |
25 312 |
|
ხულო, სოფ. ოქრუაშვილები |
99 330 |
უარყოფითი შედეგით |
2020 წელი |
||
ხულო, სოფ. ოქრუაშვილები |
120 910 |
|
შუახევი, სოფ. ოქროპილაური |
13 220 |
|
შუახევი, სოფ. ბუთურაული-ახალდაბა |
82 912 |
|
შუახევი, სოფ. ცეკვა-ვარჯანაული |
239 686 |
|
ხულო, სოფ. ოქრუაშვილები |
104 137 |
|
შუახევი, სოფ. ნიგაზეული |
40 762 |
|
შუახევი, სოფ. ოქროპილაური |
9 047 |
|
ქედა, სოფ. გეგელიძეები |
73 675 |
|
ხულო, სოფ. განახლება |
45 966 |
|
ქედა, სოფ. წონიარისი |
42 770 |
|
ხულო, სოფ. ტაბახმელა |
33 880 |
|
ხულო, სოფ. კორტოხი |
40 597 |
|
ქედა, სოფ. ახო |
29 389 |
|
2021 წელი |
||
ხულო, სოფ. დიდაჭარა |
99 938 |
|
ხულო, სოფ. ბოძაური |
55 555 |
|
შუახევი, სოფ. ჭალა |
39 949 |
|
ხულო, სოფ. ოქრუაშვილები |
112 876 |
|
ხულო, სოფ. ოქრუაშვილები |
112 876 |
|
ხულო, სოფ. ოქრუაშვილები |
112 876 |
|
ქედა, სოფ. ზვარე |
101 211 |
|
ქედა, სოფ. ცხმორისი (სურნალი) |
44 254 |
|
ქედა, სოფ. ცხმორისი (ფერდის რუ) |
37 150 |
|
ქედა, სოფ. ახო (ნაჭვარი, ჩრდილაღელე) |
91 693 |
|
ქედა, სოფ. ზვარე |
90 614 |
|
ქედა, სოფ. ხარაულა |
52 703 |
|
ქედა, სოფ. კანტაური |
28 899 |
|
ხელვაჩაური, სოფ. ჭარნალი |
60 885 |
|
შუახევი, სოფ. სხეფი |
75 099 |
|
შუახევი, სოფ. ბესელაშვილები |
51 677 |
|
შუახევი, სოფ. ტაკიძეები |
38 091 |
|
შუახევი, სოფ. ჭვანი |
15 754 |
|
ხულო, სოფ. ირემაძეები |
68 581 |
|
ხულო, სოფ. ჯვარიქეთი |
22 423 |
|
ხულო, სოფ. ღურტა |
60 040 |
|
2022 წელი |
||
ქედა, სოფ. მერისი (მერიახევი, დვალიძეები, პირველი მაისი) |
28 630 |
|
ქედა, სოფ. მერისი (მერიახევი, დვალიძეები, პირველი მაისი) |
28 630 |
|
ქედა, სოფ. მერისი (მერიახევი, დვალიძეები, პირველი მაისი) |
28 466 |
|
ქედა, სოფ. მერისი (მერიახევი) |
9 542 |
|
ქედა, სოფ. მერისი (დვალაძეები) |
14 242 |
|
ქედა, სოფ. პირველი მაისი |
4 682 |
|
ქედა, სოფ. ცანაური, გობრონეთი, დანდალო |
46 835 |
|
ქედა, სოფ. ცანაური |
9 329 |
|
ქედა, სოფ. გობრონეთი |
17 415 |
|
ქედა, სოფ. დანდალო |
20 091 |
|
შუახევი, სოფ. ცეკვა-ვარჯანაული |
39 431 |
|
შუახევი, სოფ. ცეკვა-ვარჯანაული |
39 431 |
|
შუახევი, სოფ. ცინარეთი |
31 086 |
|
შუახევი, სოფ. ცინარეთი |
31 086 |
|
შუახევი, სოფ. ჭალა, სმოლეთი, მაწყვალთი |
52 832 |
დასრულდა უარყოფითი შედეგით |
შუახევი, სოფ. ჭალა |
14 017 |
|
შუახევი, სოფ. სმოლეთი |
28 097 |
|
შუახევი, სოფ. მაწყვალთი |
10 703 |
|
ხულო, სოფ. დიაკონიძეები, ბეგოშვილები |
50 388 |
|
ხულო, სოფ. დიაკონიძეები |
18 592 |
|
ხულო, სოფ. ბეგოშვილები |
31 796 |
|
ხულო, სოფ. ბეღლეთი, კორტოხი |
108 005 |
|
ხულო, სოფ. ბეღლეთი |
49 866 |
|
ხულო, სოფ. კორტოხი |
58 139 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხრილი 1 აჩვენებს, რომ რამდენიმე ლოკაციაზე ტენდერი სამჯერაც კი გამოცხადდა. ზოგ შემთხვევაში, ორი ან სამი დასახლების სამელიორაციო სისტემის მოწყობა ერთ ტენდერში იყო მოქცეული, თუმცა, რადგან ის არ შედგა, სამინისტრომ ლოკაციები გაყო და ცალ-ცალკე გამოაცხადა. კერძოდ, 2022 წელს შემსყიდველმა ეს მიდგომა გამოიყენა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის სამ დასახლებასთან, შუახევის მუნიციპალიტეტის სამ დასახლებასა და ხულოს მუნიციპალიტეტის ორ დასახლებასთან მიმართებით. თუმცა წელი ისე დასრულდა, რომ სამინისტრომ ამ სოფლებში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მაინც ვერ შეისყიდა.
ამდენად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2019 წლიდან დღემდე, ოცდაათამდე ტენდერი არ შედგა, ორი შეწყდა, ორი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ხოლო ხუთ ტენდერს მიენიჭა სტატუსი „შეუსრულებელი ხელშეკრულება“. 2022 წელს სამინისტროს მიერ გამოცხადებული არც ერთი ტენდერის ფარგლებში, სამუშაოები არ განხორციელებულა, რადგან ამ შესყიდვებით არავინ დაინტერესდა. შესრულებულად ითვლება მხოლოდ ოცდაათამდე ხელშეკრულება და მათი ღირებულება, ჯამში, 1 563 662 ლარს შეადგენს.
2023 წლიდან სამელიორაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერებს უკვე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი აცხადებს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციამ სამუშაოების შესყიდვა გაზრდილი ფასებით გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე ტენდერი მაინც არ შედგა.
ცხრილი 2. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერები, 2023 წელი
ლოკაცია |
ღირებულება, ლ |
სტატუსი |
|
2023 წელი |
|
||
ხულო, სოფ. ბეღლეთი |
85 319 |
||
ხულო, სოფ. კორტოხი |
85 323 |
||
ხულო, სოფ. კორტოხი |
85 323 |
||
ხულო, სოფ. დიაკონიძეები |
48 003 |
|
|
ქედა, სოფ. ცანაური |
43 691 |
||
ქედა, სოფ. პირველი მაისი |
31 383 |
||
შუახევი, სოფ. ცინარეთი |
69 104 |
||
შუახევი, სოფ. ცეკვა-ვარჯანაული |
94 108 |
||
შუახევი, სოფ. ჭალა |
28 148 |
||
შუახევი, სოფ. სამოლეთი |
46 048 |
||
შუახევი, სოფ. ცინარეთი |
66 541 |
||
შუახევი, სოფ. მაწყვალთი |
53 680 |
||
ქედა, სოფ. მერისი (მერიახევი) |
29 019 |
||
ქედა, სოფ. მერისი (დვალიძეები) |
50 276 |
||
ქედა, სოფ. ცანაური |
41 975 |
||
ქედა, სოფ. დანდალო (ტაკიძეები) |
38 011 |
||
ქედა, სოფ. გობრონეთი |
34 597 |
||
ქედა, სოფ. პირველი მაისი |
30 089 |
||
ხულო, სოფ. ბეგოშვილები |
56 874 |
||
ხულო, სოფ. დიაკონიძეები |
47 874 |
||
ხულო, სოფ. ბეღლეთი |
82 007 |
||
ხელვაჩაური, სოფ. ერგე |
60 013 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხრილი 2 აჩვენებს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ გამოცხადებული რამდენიმე ტენდერი, გაძვირებული სავარაუდო ღირებულების პირობებშიც კი, არ შედგა. მაგალითად: ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება იყო 49 866 ლარი იყო. იმავე მონაკვეთზე აგროსერვის ცენტრმა 85 319-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა პირველ ეტაპზე შესყიდვით არავინ დაინტერესდა და ტენდერი არ შედგა. მსგავსი ვითარება დაფიქსირდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინაურთან და სხვა ლოკაციებთან მიმართებითაც. თხუთმეტ შემთხვევაში, სამუშაოები შესრულებულია და კომპანიებისთვის ანაზღაურებულია, ჯამში, 759 260 ლარი. ორივე შემსყიდველმა სულ 2 322 900 ლარის ღირებულების სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია განახორციელა.
გარდა ამისა, როგორც უშუალოდ სამინისტრომ, ისე აგროსერვის ცენტრმა, რამდენიმე ტენდერის ფარგლებში, სამელიორაციო სისტემებთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურება შეისყიდა. კერძოდ, 124 253 ლარი გადახდილია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, 89 120 ლარი - ტექნიკურ ზედამხედველობაში, ხოლო 635 778 ლარი - ფოლადის, პოლიეთილენისა და გოფრირებულ მილებში, რაც, ჯამურად, 849 150 ლარს აღემატება.
ამდენად, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისა და მასთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურების შესყიდვისთვის 2019 წლიდან დღემდე გახარჯული თანხის მთლიანი მოცულობა 3 172 000 ლარზე მეტს შეადგენს.
ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ყველა ტენდერი, რომლებიც სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის მიზნით, სამინისტრომ და მისმა საქვეუწყებო ორგანიზაციამ გამოაცხადა. ჩვენ მიერ დათვლილი რეაბილიტირებული არხების რაოდენობა ორმოცდაათს აღემატება და მინისტრმა თანხაც სწორად დაასახელა. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ საანგარიშო პერიოდში რამდენიმე სარწყავი არხის რეაბილიტაცია არაერთხელ გამოცხადდა და მაინც არ განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ სოფლებში მოსახლეობის ნაწილს პრობლემა არ მოუგვარდა. მინისტრმა კი თავის განცხადებაში ეს გარემოება არ ახსენა და სამინისტროს საქმიანობა, ამ მიმართულებით, მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინა. ამდენად, „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.