• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აშშ-ის  ყოფილმა  ხაზინის მდივანმა „მაიდნის რევოლუცია“ აშშ-ის მიერ მოწყობილი გადატრიალებად შეაფასა

დეზინფორმაცია: აშშ-ის ყოფილმა ხაზინის მდივანმა „მაიდნის რევოლუცია“ აშშ-ის მიერ მოწყობილი გადატრიალებად შეაფასა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26/03/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში Гия Амиранович Гогитидзе, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), აშშ-ის ყოფილი ხაზინის მდივნის, პოლ ჰენრი ო’ნილის ყალბ ციტატას  ავრცელებს.  მტკიცების მიხედვით, 2019 წელს  აშშ-ის  ყოფილმა  სახელმწიფო მდივანმა პოლ ჰენრი ო'ნილმა უკრაინელებს ღია წერილი მისწერა, რომლის მიხედვითაც „არ არსებობდა მეიდანი, არამედ ეს იყო აშშ-ის შეჭრა რუსეთის გავლენის სფეროში“ და „თქვენ [უკრაინელები] უბრალოდ მსხვერპლი ხართ, გამოყენებული აშშ-სა და მისი ევროპელი ვასალების მიერ“. 

პოსტში მოხსენიებული პოლ ჰენრი ო’ნილი 2001-2002 წლებში აშშ-ის ხაზინის მდივანი იყო, თუმცა, პოლ ჰენრი ო’ნილს აღნიშნულ ტექსტთან კავშირი არ აქვს - მისი რეალური ავტორი ვინმე ჰენრი პოლია, რომელმაც ის გერმანული ჟურნალის, „Contra“-ს ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ჟურნალი „Contra“, რომლიდანაც აღნიშნული ტექსტია გადმოტანილი, უკრაინასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებაში (1, 2) არაერთხელ არის მხილებული, ხოლო სტატია, რომელზე დაყრდნობითაც ყალბი ამბავი გავრცელდა, ვებგვერდიდან წაშლილია. მიუხედავად ამისა, მისი ნახვა ვებგვერდების არქივის საშუალებით არის შესაძლებელი.

Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ცდილობს, კრემლის ყალბი ნარატივი გაამყაროს, თითქოს „მაიდნის რევოლუცია“ „რუსეთის გავლენის სფეროში“ შეჭრის მიზნით დასავლეთის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის შედეგადაც უკრაინა დასავლეთის კონტროლს დაექვემდებარა.  

ამდენად, მტკიცება, რომ აშშ-ს ყოფილმა ხაზინის მდივანმა, პოლ ჰენრი ო’ნილმა, გამოაქვეყნა ღია წერილი იმის შესახებ, რომ „მაიდნის რევოლუცია“ აშშ-ის მიერ ორგანიზებული გადატრიალება იყო, რამაც უკრაინა დასავლეთის მსხვერპლად აქცია, ყალბია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
საქართველო
პოლ ჰენრი ო'ნილი
ნანკა კალატოზიშვილი
ომი უკრაინაში
წითელი ჯვარი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება.

    მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • ბუნებრივი კლება გრძელდება — 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, 5 ათასით შემცირდა

    ბუნებრივი კლება გრძელდება — 2025 წლის პი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • დავით რაზმაძის პოზიციის ცვლილება New York Times-ში გამოქვეყნებულ მის ციტატასთან დაკავშირებით

    დავით რაზმაძის პოზიციის ცვლილება New Yor...

    პოზიცია შეცვალა
    პოზიციის არსებითი ცვლილება; პოზიციის სრული ამოტრიალება
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა