• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ალექსეი დანილოვის Deepfake ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ალექსეი დანილოვის Deepfake ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/03/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფოტოანაბეჭდს ავრცელებს, რომლის მტკიცებითაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი აღიარებს, რომ რუსეთში 22 მარტს მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინა დგას (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, ვიდეო რეალური არ არის და ე.წ Deepfake-ს წარმოადგენს.

ვიდეო რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც გაავრცელა, კერძოდ, Московский Комсомолец-მა და Lenta.ru-მ. დანილოვის Deepfake ვიდეო რუსული პროპაგანდისტული არხის НТВ-ს ეთერშიც გავიდა. აგრეთვე, ტელეკომპანია Звезда-ს ტელეგრამ არხზე აღნიშნული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, თუმცა მალევე ახალ პოსტში აღიარა, რომ შესაძლოა ვიდეო რეალური არ იყოს.  

დანილოვს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი. მათ განაცხადეს, რომ ვიდეო ყალბია. კადრები 2024 წლის 16 მარტის ახალი ამბების გადაცემიდან არის აღებული, რომელშიც, რეალურად, უკრაინის დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, რუსეთის არჩევნებზე, საუბრობდა. გაყალბებულ ვიდეოში ბუდანოვი დანილოვის Deepfake-ითაა ჩანაცვლებული. 

BBC verify-ის ჟურნალისტმა შაიან სარდარიზადემაც დაადასტურა, რომ ვიდეო ე.წ Deepfake-ს წარმოადგენს.

ამგვარად, ალექსეი დანილოვის ვიდეო რეალური არ არის და ის ე.წ Deepfake-ს წარმოადგენს.

ცნობისთვის, 2024 წლის 22 მარტს, მოსკოვში „Crocus city hall”-ში ტერაქტი მოხდა. 25 მარტის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 137-ია, ხოლო დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

----------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ალექსეი დანილოვი
პოლიტიკა
ომი უკრაინაში
კირილო ბუდანოვი
Deepfake
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა