• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13/03/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ანტილიბერალური დოქტრინა“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1,2,3), მორიგ გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს.  ფოტოს ქვედა ნაწილში ჩანს, თითქოს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ყოფილი და მოქმედი გენერალური დირექტორები, ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია,  ერთმანეთს კოცნიან. რეალურად, ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული და ამოჭრილია ჟურნალისტი, რომელსაც გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია კოცნიან. 

ფოტოს პირველწყარო, როგორც ეს ლოგოდან ირკვევა, Facebook-ანგარიში „აგენტურაა“, თუმცა გვერდზე ფოტო წაშლილია. აღსანიშნავია, რომ ანგარიში „აგენტურა“, სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) Disinfoobserver.ge პლატფორმის თანახმად,  ანტიოპოზიციური და სამოქალაქო სექტორის საწინააღმდეგო, ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის  გზავნილებს ხშირად ავრცელებს. 

ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას „კოცნის“ კადრი გადაცემიდან „Post Factum“ “მთავარი არხის” ორი წლის იუბილესთან დაკავშირებული სიუჟეტიდან არის ამოჭრილი, რომელიც ეთერში 2021 წლის12 სექტემბერს გავიდა.  0:36 წთ-ზე ჩანს, რომ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია ჟურნალისტ ანა ასათიანს კოცნიან. Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ფოტოზე კი ჟურნალისტი ამოჭრილია (იხილეთ ფოტო გადაცემიდან).

  

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ ნიკა მელიასთან ერთად 11 მარტს პარტიის სახელწოდებით 

„ახალი“ შექმნის შესახებ განაცხადა. Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტოს ზედა ნაწილში, სწორედ პარტიის წარმომადგენლები არიან გამოსახული. ფოტო ნიკა გვარამიამ საკუთარ ანგარიშზე 11 მარტს განათავსა.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ნიკა გვარამია
#გიორგი გაბუნია
#მთავარი არხი
#რედაქტირებული ფოტო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა