• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ალექსეი ნავალნის დედის ყალბი აუდიოჩანაწერი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ალექსეი ნავალნის დედის ყალბი აუდიოჩანაწერი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

29/02/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში როგორც რუსულენოვანი (1; 2; 3; 4), ასევე ქართულენოვანი ანგარიშები და კრემლისტური მედია (1; 2; 3; 4; 5;) აუდიოჩანაწერს ავრცელებენ, რომელშიც თითქოს გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დედა ლიუდმილა ნავალნაია, ალექსეი ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას, სხვადასხვა ბრალდებას უყენებს, მათ შორის, ალექსეის რუსეთში დაბრუნებასა და მისი სიკვდილით ვაჭრობაში ადანაშაულებს, ასევე შვილებს შორის კონფლიქტისა და უთანხმოების მიზეზად იულიას ასახელებს. სინამდვილეში, აუდიომიმართვა რეალური არ არის და ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა დამუშავებული. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ აუდიოჩანაწერის გარკვეულ ნაწილში ხმა ხარვეზებით ისმის, რაც მის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს. საკითხის შესწავლა ესტონეთში დაფუძნებული რუსულენოვანი ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის „Проверено”-ს რედაქტორმა ილია ბერმა დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერი ყალბია. მათ ჩანაწერის პირველწყაროს, Telegram-არხი „Сигнал” მიაკვლიეს, სადაც ის 22 თებერვალს, მოსკოვის დროით 08:29 საათზე გავრცელდა. აღწერაში წერდნენ, რომ აუდიოჩანაწერი სხვადასხვა მედიამაც გამოაქვეყნა, თუმცა ისინი დასახელებული არ იყო. „Проверено“-ს ინფორმაციით, Telegram-არხს „Сигнал“ ყალბი ამბები აქამდეც არაერთხელ გამოუქვეყნებია. „Сигнал“-ს ბლოგერი ეკატერინა აგრანოვიჩი (Катруся) ხელმძღვანელობს, რომელიც ამავდროულად კრემლთან დაახლოებული მედია მენეჯერის კრისტინა პოტუპჩიკის არხების „ქსელსაც“ წარმოადგენს.

23 თებერვალს ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს- ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი (созданная нейросетью) და მისი აზრით, კრემლი მსგავსი „ბინძური მეთოდებით, ფეიკებით გააგრძელებს რაღაცების შექმნას და Telegram-არხებით გავრცელებას“. 

„Проверено”-მ აუდიოჩანაწერი aiornot.com-ზეც  გადაამოწმა, რომელიც ინფორმაციის გადასამოწმებლად  „ფაქტ-მეტრსაც“ არაერთხელ გამოუყენებია (1; 2). ვებგვერდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩანაწერი, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა.

- „проверено“-ს ფოტოანაბეჭდი:

საინტერესოა, რომ აუდიოჩანაწერი კრემლთან დაახლოებულ ალექსანდრ დუგინთან ასოცირებულმა რუსულმა ტელეარხმა „ცარგრადმაც“ გაავრცელა. თუმცა მალევე Telegram-არხზე მათ გამოაქვეყნეს პოსტი, სადაც აღნიშნეს, რომ ვიდეოჩანაწერი ყალბი აღმოჩნდა. ინფორმაცია რუსმა ჟურნალისტმა მაქსიმ კონონენკომაც გაავრცელა, თუმცა შემდგომ ბოდიში მოიხადა და Telegram-ზე დაწერა, რომ ინფორმაცია ყალბი იყო.

ამგვარად, გავრცელებული აუდიოჩანაწერი ყალბია.

--------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ხელოვნური ინტელექტი
AI
ალექსეი ნავალნი
იულია ნავალნაია
ნოდარ ჩაჩანიძე
გიორგი მიქაუტაძე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში შემცირებული რიცხვია

    [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა