სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ფოტოს ავრცელებს, რომელზეც მამაკაცი ბავშვებით ხელში ჩანს. პოსტის ავტორი, აღწერაში უთითებს „პალესტინა, ღაზა“. რეალურად, აღნიშნული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

აღნიშნული ფოტო X პლატფორმაზე საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. ერთ-ერთი პოსტის ავტორი ფოტოს აღწერაში წერდა „მამად ყოფნა ღაზაში ასე გამოიყურება“. ამ თემაზე, იმავე პლატფორმაზე პოსტი BBC-ის ჟურნალისტმა შაიან სარდარიზადემ გამოაქვეყნა, სადაც მიუთითა, რომ ფოტო რეალურად ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. ჟურნალისტი ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, თემის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ინტენსიურად აქვეყნებს პოსტებს.

იმაზე, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის შექმნილი, ფოტოზე არსებული შეუსაბამობები მეტყველებს, მათ შორის - ხელებზე არსებული უზუსტობები (ზოგ შემთხვევაში ხუთზე მეტი თითი, ზოგ შემთხვევაში - ნაკლები, ფონზე ადამიანების უცნაური გამოსახულებები, სხვ.).

ასევე, იმის დასადგენად ხელოვნური ინტელექტით გენერირებულია, თუ - არა ფოტო, შესაძლოა გამოვიყენოთ ისეთი ხელსაწყო, როგორიცაა: AIOrNot.com. აღნიშნული ვებგვერდიც ადასტურებს, რომ ფოტო დიდი ალბათობით AI გენერირებულია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5434 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი