• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში უჩა აბაშიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში უჩა აბაშიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

06/02/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანგარიში Imperator, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2), სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის ვიდეოს ავრცელებს და წერს: „რუსები წყნეთში“. ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ მომხმარებლებს არასწორ წარმოდგენას უქმნის, თითქოს უჩა აბაშიძემ პირდაპირ ეთერში შეცდომით განაცხადა, რომ რუსები წყნეთში გამაგრდნენ. რეალურად, სრული ინტერვიუს ნახვისას, დგინდება, რომ სამხედრო ბლოგერმა წყნეთი შედარებისთვის გამოიყენა.

უჩა აბაშიძემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე 25 იანვარს, ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში, გადაცემაში რეზიუმე, ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ აფასებდა უკრაინაში ბოლო მოვლენებს და საერთაშორისო დახმარებებს ქვეყნის მიმართ, სამხედრო ბლოგერმა შემდეგი პასუხი გასცა: „ის, რომ ევროპა სათითაოდ ლაპარაკობს, რომ ვეხმარებითო და ის, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის ბიუჯეტი გაიზარდა, ეს ძალიან კარგია და თუ როდისმე დაადგამს საშველს ამერიკა და ბიუჯეტს დაამტკიცებს, ძალიან კარგი იქნება ამის ფონზე ყველაფერი ერთად (...). ფრონტის ხაზზე ხდება ის, რომ ავდეევკაში ვითარება ოდნავ უფრო გაუარესდა და საინტერესო აღსანიშნავი ფაქტი არის ის, რომ რუსებმა დადეს ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ მართლაც უპოვიათ მიტოვებული ტუნელების ქსელი, რომელი ტუნელითაც ტალახში და უბედურებაში იარეს 2 კილომეტრი და ამოვიდნენ იმ დასახლებაში „ცარსკაია ახოტა“, პატარა დასახლება ანუ წყნეთი ჩათვალეთ რა, ქალაქგარეთ პატარა დასახლება. იქ ამოძვრნენ და პოზიციები დაიკავეს უკრაინელების და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა იმ ოფიცრის, რომელმაც იმ „ცარსკაია ახოტაში“ არ შეისწავლა რუკები, ჩასაძრომები და ა.შ.“. აღნიშნულ მონაკვეთში ჩანს, რომ დასახლების ზომისა და მდებარეობის თვალსაჩინოებისთვის, სამხედრო ბლოგერმა წყნეთის მაგალითი მოიყვანა.

ცნობისთვის, რუსებმა რამდენიმეთვიანი სასტიკი შეტაკებების ფონზე, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ავდეევკას მიაღწიეს და იქ დასაყრდენის პოვნას ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ავდეევკა არის კარიბჭე რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ დონეცკისთვის. BBC-ის ცნობით, რუსები ქალაქის გარეუბანში პირველად 19 იანვარს გამოჩნდნენ.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში ამბობს, რომ გარეუბანში მოხვედრა რუსულმა მცირე დივერსიულმა ჯგუფებმა მოახერხეს და არა დიდმა შენაერთებმა. გასული ოქტომბრიდან რუსებმა არტილერიისა და საჰაერო დარტყმების დაუნდობელი კამპანია წამოიწყეს. ხელისუფლება წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხოლოდ იანვარში მათ 300-ზე მეტი საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს. შენობები ნანგრევებად იქცა, ავდეევკა გახდა „სასაფლაო და მოჩვენებათა ქალაქი“. ვითარება ამჟამად კრიტიკულია.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ უჩა აბაშიძის ინტერვიუს მონაკვეთი იმგვარად არის ამოჭრილი, რომ მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#უჩა აბაშიძე
#ურსულა ფონ დერ ლაიენი
#წყნეთი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა