• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ესპანეთმა კორონა ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა და სტატისტიკის გამოცხადება შეწყვიტა

დეზინფორმაცია: ესპანეთმა კორონა ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა და სტატისტიკის გამოცხადება შეწყვიტა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ესპანეთის მიერ გაკეთებული განცხადებით მანიპულირებენ. როგორც ცნობილია, ესპანეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ კორონავირუსი თავისი განვითარების იმ ტიპიდან გამომდინარე, რასაც დღეს ვირუსმა მიაღწია, როგორც ენდემური დაავადება ისე უნდა განიხილებოდეს. Facebook-მომხმარებლები კი ამ განცხადების მანიპულაციურ ინტერპრეტაციას ახდენენ და  ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ თითქოს ესპანეთმა კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა და სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა (ბმული 1, ბმული 2).  

ესპანურენოვან გაზეთ El País-ში 2022 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის კოალიციური მთავრობა რამდენიმე კვირაა, რაც  კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებულ ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს. გეგმა COVID-19-ის ვირუსის სამკურნალოდ ისეთი ზომების მიღებას ითვალისწინებს, რომელიც ჩვეულებრივი სეზონური გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება. პრაქტიკაში ეს  ინფიცირების შემთხვევების მონიტორინგის ალტერნატიულ მეთოდს გულისხმობს. ჯანდაცვის მუშაკებმა კონკრეტულ, სპეციფიკურ მონაცემებზე დაყრდნობით თვალყური დაავადების გავრცელებას უნდა მიადევნონ; ინფიცირების შემთხვევების დეტალური აღრიცხვა და ყველა სიმპტომიანი პაციენტის დატესტვა აღარ არის საჭირო. გეგმის დამტკიცება ან უარყოფა ესპანეთის გადაუდებელი სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის (CCASES) და შესაბამისი კომიტეტის პრეროგატივაა. ამჟამინდელი მონაცემებით, მოცემული გეგმა ძალაში არ არის შესული. 

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების დღიდან დღემდე, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა კი მსოფლიო მასშტაბით 3 მილიარდზე მეტ ადამიანს შეადგენს. ამ პერიოდის მანძილზე COVID-19-ის ვირუსის ევოლუციის კვალდაკვალ ვირუსის მკურნალობის პროტოკოლი ცვლილებებს განიცდის და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებიც შესაბამისად იცვლება. ყველაზე ახალი შტამი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 26 ნოემბერს „შეშფოთების ვარიანტის“ სტატუსი მიანიჭა, ომიკრონის სახელითაა ცნობილი. ადრეული მონაცემებით, „ომიკრონის“ სიმპტომები განსხვავებული, თუმცა უფრო მსუბუქია, ვიდრე წინა შტამების. ახალი შტამით ინფიცირების დროს დაბალია ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ესპანეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის მკურნალობის ახალ გეგმაზე მუშაობის დასაწყებად სწორედ ეს მონაცემები/ინფორმაცია გახდა საფუძველი. თუმცა ესპანეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიის ენდემიად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადება ჯერჯერობით, მხოლოდ ინიციატივის დონეზეა. 

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა: „გეგმასთან დაკავშირებით ევროკავშირის დონეზე დებატების დაწყებას ვცდილობთ. მოცემული თემა ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრთან განსახილველად წამოაყენა“.

თუმცა მეორე მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. ევროპაში WHO-ს გადაუდებელი დახმარების წარმომადგენელმა, კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა: „ვირუსი საკმაოდ სწრაფად ვითარდება... ჩვენ ჯერჯერობით ნამდვილად არ ვართ იმ ეტაპზე, რომ პანდემია ენდემიად გამოვაცხადოთ“. 

შესაბამისად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ესპანეთმა კორონა ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა და სტატისტიკის გამოცხადება შეწყვიტა, ყალბი ამბავია და  ესპანეთის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების მანიპულაციურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. რეალურად, ესპანეთის მთავრობა მუშაობს გეგმაზე, რომელიც  კორონავირუსის სამკურნალოდ იმ მიდგომებს ითვალისწინებს, რა მიდგომებიც სეზონური გრიპის დროს გამოიყენება. თუმცა ეს გეგმა ჯერ არ არის დამტკიცებული და ძალაში შესული. 

--------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა