• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ვიტალი კლიჩკოს სურათი მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვიტალი კლიჩკოს სურათი მცდარი კონტექსტით ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

14/12/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Eduard Jishkariani, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე კიევის მერი ვიტალი კლიჩკოა გამოსახული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ფოტოთი ხელში. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ, „ვირთხებმა იგრძნეს ხელისუფლების ცვლილების სურნელი და ჩასაძირად განწირული გემიდან პატარა სამაშველო ნავში დაიწყეს გადახტომა, ასე ცდილობენ გადარჩენას“.  რეალურად, პოსტი მცდარად წარმოაჩენს, თითქოს ხელისუფლების მოსალოდნელი ცვლილების შიშით, ვიტალი კლიჩკო მხარს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს უჭერს.

რეალურად, აღნიშნული ფოტო ვიტალი კლიჩკომ საკუთარ Facebook-გვერდზე 2022 წლის 6 დეკემბერს, უკრაინის შეირაღებული ძალების დღეს, გამოაქვეყნა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისგან ფოტოს მიღების შემდეგ გამოქვეყნებულ Facebook-პოსტში ვკითხულობთ - „სასიამოვნო გამხნევება უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს. ჩვენი ჯარი საუკეთესო და ყველაზე მტკიცეა! ჩვენ ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ და გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების! დიდება უკრაინას! დიდება მის გმირებს!“. გამოქვეყნებულ ფოტოზე კიევის მერი ზალუჟნის ჩარჩოში ჩასმული ფოტოთია წარმოდგენილი, წარწერით - „ვიტალი კლიჩკო მეთაურისგან გამამხნევებელ სახეს იმსახურებს“. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისთვის, უკრაინის პრეზიდენტსა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს შორის სავარაუდო დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია სანდო მედიასაშუალებებში არ ვრცელდებოდა. 

ცნობისთვის, ბოლო დროს, მედიის ყურადღება ზალუჟნისა და ზელენსკის შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ საკითხმა მიიპყრო. საერთაშორისო მედიაში ზალუჟნისა და ზელენსკის შორის შესაძლო დაპირისპირებაზე ცნობები ჟურნალ „ეკონომისტთან“ (The Economist) ზალუჟნის ინტერვიუს შემდეგ  გახშირდა. გამოქვეყნებულ ინტერვიუში ზალუჟნი აფასებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებს და საუბრობს თავდაცვაზე გადასვლის აუცილებლობაზე. მისი მტკიცებით, ომი უკრაინაში პოზიციური (სტატიკური ბრძოლა) გახდა.  საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხში არ შესულა. ბრიტანულ გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდლის პოზიცია გააკრიტიკა და მიანიშნა, რომ სამხედროები ომის დროს პოლიტიკაში არ უნდა ჩაერთონ, რამდენადაც ეროვნულ ერთიანობას საფრთხე ექმნება. 

ამგვარად, ვიტალი კლიჩკოს გავრცელებული ფოტო ძველია და მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის სავარაუდო ურთიერთდაპირისპირების ფონზე, კიევის მერმა აღნიშნული ფოტო ზალუჟნის მხარდასაჭერად ახლა გამოაქვეყნა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ზელენსკი
#კლიჩკო
#ზალუჟნი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა