Facebook-მომხმარებელი Eduard Jishkariani, რომლის გავრცელებული ყალბი ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4), მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, ლევან ხაბეიშვილმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის ფასადზე განთავსებული მიხეილ სააკაშვილის ბანერი ჩამოხსნა.
სინამდვილეში, ენმ-ის ცენტრალური ოფისის შენობაზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გამოსახულებით განთავსებული ბანერი ძლიერმა ქარმა დააზიანა - განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ 14 აპრილს, ძლიერი ქარის გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერი მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით დაზიანდა. სამშაბათს, 18 აპრილს, ფასადზე განვათავსებთ მიხეილ სააკაშვილის ახალ ბანერს“, – აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში. ენმ-ს პრესსამსახური შესაბამის ვიდეო მასალასაც ავრცელებს.
-------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.