• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: WEF-მა მთავრობებს კლიმატის ცვლილებების უარმყოფლების დაპატიმრება უბრძანა

დეზინფორმაცია: WEF-მა მთავრობებს კლიმატის ცვლილებების უარმყოფლების დაპატიმრება უბრძანა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) ყველა ქვეყნის მთავრობას კლიმატის ცვლილებების უარმყოფლების დაპატიმრება უბრძანა. რეალურად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის არც ერთ სტატიაში კლიმატის ცვლილებების უარმყოფლების დაკავების შესახებ მოწოდება არ მოიძებნება და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა The People’s Voice-ის ვებგვერდზე 2023 წლის 30 სექტემბერს გამოჩნდა, ხოლო Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცება გამოქვეყნებული სტატიის გზავნილს პირდაპირ იმეორებს.

ცნობისთვის, გამოცემა The People’s Voice, რომელიც დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ხშირად აქვეყნებს, WEF-ის ბრძანებაზე საუბრისას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2023 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას იყენებს.

სტატიაში ვკითხულობთ, თუ როგორ მოჰყვა 2017 წელს პორტუგალიაში მომხდარ მასშტაბურ ხანძარს, რომელიც ნაწილობრივ კლიმატის ცვლილებით იყო გამოწვეული, რამდენიმე წლის შემდეგ პორტუგალიიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის შეტანა. ახალგაზრდების მტკიცებით, ხანძრები, რომლებსაც თან ჯანმრთელობის რისკები ახლავს, კლიმატის ცვლილების საპასუხო უმოქმედობის შედეგია. პოტენციური გავლენის თვალსაზრისით, აღნიშნულ საქმეს „უპრეცედენტო“ ეწოდა. ადვოკატმა კლემენტინ ბალდონმა, რომელიც მოსარჩელეებს წარმოადგენდა, აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საჩივრების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეს ისეთი მხარეების სასარგებლოდ გადაწყვეტს, როგორიც მაგალითად პორტუგალიელი ახალგაზრდები არიან.

სტატია ამ და სხვა საქმეებს განიხილავს, რომლებიც კლიმატის ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეჰქონდათ. ზემოხსენებულ საქმეებში ბრალდებულთა უმეტესობა ქვეყნები ან საჯარო ხელისუფლებების წარმომადგენლები იყვნენ.

სტატიაში კლიმატის ცვლილებების უარმყოფლების დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია არსად არ გვხვდება, მით უმეტეს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის მთავრობებისთვის გაცემული ბრძანების შესახებ. მეტიც, სიტყვა „დაპატიმრება“ მთლიან სტატიაში ერთხელაც კი არ არის ნახსენები.

საგულისხმოა ისიც, რომ Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მსგავსად, არც გამოცემა The People’s Voice-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია წარმოდგენილი მტკიცებულება, WEF-ის მიერ გაცემული დაპატიმრების ბრძანების შესახებ.

Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული პოსტის კომენტარებში ასევე ვკითხულობთ WEF აბრევიატურისა და ორგანიზაციის მიზნების შემდეგ განმარტებას:

რეალურად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია საზოგადოების ყველა ფენის ადამიანების (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებით, რომლებსაც პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად შესაბამისი სურვილი და გავლენა აქვთ.

ამგვარად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყველა ქვეყნის მთავრობას კლიმატის ცვლილებების უარმყოფლების დაპატიმრება უბრძანა. შესაბამისად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#The Creator
#WEF
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა