• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მიწისძვრების ხელოვნურად მომზადება დაიწყეს

დეზინფორმაცია: მიწისძვრების ხელოვნურად მომზადება დაიწყეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/10/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „ცოდნა სიმართლეა“ დეზინფორმაციას ავრცელებს (დაარქივებული პოსტის ბმული). პოსტში გამოქვეყნებულია ღრუბლების ფოტო, რომელზე დაყრდნობითაც, პოსტის აღწერაში გვხვდება მტკიცება, რომ მიწისძვრებს ხელოვნურად იწვევენ. რეალურად, ეს ინფორმაცია მცდარია, რადგან ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის - ღრუბლების წარმოქმნასა და და მიწისძვრას შორის, კავშირი არ არსებობს.

პოსტის მიხედვით, მარჯვენა მხარეს ასახულია თურქეთში გადაღებული ღრუბლის ფოტო, მარცხენა მხარეს კი - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გადაღებული ფოტო. მტკიცების მიხედვით, თურქეთის მსგავსად, სამხრეთ აფრიკასაც მიწისძვრისთვის ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ ყალბი მტკიცებები თურქეთის მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ არაერთხელ გადაამოწმა (იხილეთ ბმული 1, 2).

ცნობისთვის დეზინფორმაცია, რომელიც მიწისძვრის ხელოვნურ გამოწვევას მეტეოროლოგიურ პროცესებზე HAARP-ით ზემოქმედებას უკავშირებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. ამჯერად, ყალბი მტკიცება, რომელიც პოსტში ნაჩვენებ ღრუბელ მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევასთან აკავშირებს, ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია USAToday-მ გადაამოწმა.

როგორც google-ის ფოტოების ძებნის ინსტრუმენტის გამოყენებით ირკვევა, უჩვეულო ფორმის ღრუბელი, რომელიც თურქეთში, ბურსაში 19 იანვარს დააფიქსირეს, ლენტიკულარული ღრუბელია. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ანა იარუგა ამბობს, რომ ამგვარი ღრუბლები წარმოიშობა მაშინ, როცა მთების გარშემო ან მთებზე ძლიერი ქარი უბერავს.

იმავეს ადასტურებს თურქულ Anadolu-სთან მეტეოროლოგიის გენერალური დირექტორატის ამინდის პროგნოზის ექსპერტი ჩენგიზ ჩელიკი, რომელმაც განაცხადა, რომ ამგვარი ფორმის ღრუბლები შესაძლოა მთებზე ან გორაკებზე წარმოიქმნას. ამაზე მეტყველებს გავრცელებული ფოტოებიც, სადაც ლენტიკულარული ფორმის ღრუბლის ქვემოთ მთის სილუეტი ჩანს. ამდენად, ლენტიკულარული ღრუბლის წარმოშობა ბუნებრივ მეტეოროლოგიურ მოვლენებს უკავშირდება.

წყარო: Mustafa Bikeç/AA

დამატებით, მელბურნის უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერების პროფესორი ტოდ ლეინის თქმით, მიწისძვრებსა და ღრუბლების წარმოქმნას შორის კავშირი არ არსებობს.

ცნობისთვის, 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა, რასაც დეზინფორმაციული გზავნილები ხელოვნურად წარმოქმნილად ხშირად წარმოაჩენს, თურქეთის სამხრეთში, სირიის საზღვართან დაფიქსირდა. ხოლო ლენტიკულარული ღრუბელი, რომლის ფოტო სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა, ქალაქ ბურსაში, თურქეთის ჩრდილოდასავლეთ ნაწილშია გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებლები მიწისძვრასა და ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენების დასაკავშირებლად ყურადღებას HAARP-ზე ხშირად ამახვილებენ.

სინამდვილეში, HAARP არა კატაკლიზმური მოვლენების გამომწვევი იარაღი, არამედ ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამაა. ის ატმოსფეროს ზედა შრის - იონოსფეროს შესასწავლად შეიქმნა და 2015 წლის 11 აგვისტოს ალასკის უნივერსიტეტს გადაეცა. პროგრამის მთავარი ნაწილი იონოსფერული კვლევის ინსტრუმენტია (IRI), რომელსაც იონოსფეროში 3.6 მეგავატის გამოსხივება შეუძლია. ვინაიდან HAARP ზემოქმედებს იონოსფეროზე, ეს ავტომატურად გამორიცხავს HAARP-ის გამოყენებით ამინდზე, მათ შორის, ღრუბლების წარმოქმნაზე ზემოქმედებას, რადგან ამინდი არა იონოსფეროში, არამედ ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში წარმოიქმნება. ამასთანავე, დიდი მასშტაბით ამინდის ცვლილება ხელოვნური ჩარევით შეუძლებელია.

ამრიგად, მტკიცება, რომ აღნიშნული ღრუბელი და მიწისძვრა ერთმანეთთან კავშირშია, მცდარია. სინამდვილეში, პოსტში გამოქვეყნებული ფოტო ბუნებრივი ფორმის ღრუბელს ასახავს, რომლის წარმოქმნა მთების სიახლოვეს ძლიერი ქარის ქროლას უკავშირდება.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
თურქეთი
მიწისძვრა
ლენტიკულარული ღრუბელი
HAARP
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა