• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ისრაელში ფესტივალზე სატანისტური რიტუალები მიმდინარეობდა

დეზინფორმაცია: ისრაელში ფესტივალზე სატანისტური რიტუალები მიმდინარეობდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/10/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშის მიერ  ისრაელზე ჰამასის თავდასხმის კონტექსტში ვიდეომიმართვა ვრცელდება.  ვიდეოს ავტორმა (Lasha Traveler Boy) ვიდეო თავდაპირველად  TikTok-ზე გამოაქვეყნა. მისი მტკიცებით, ისრაელში გამართულ ფესტივალზე შეკრებილები სატანისტურ რიტუალებს ატარებდნენ, რის გამოც დაატყდათ რისხვა თავს. ამავდროულად, ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ  ისრაელში იესოს ხსენება აკრძალულია. 

 

მტკიცება 1: ისრაელში გამართულ ფესტივალზე შეკრებილები კერპებს სცემდნენ თაყვანს და სატანისტურ რიტუალებს ატარებდნენ

ავტორი ფესტივალთან,  სახელწოდებით -  Supernova Sukkot Gathering (რომელიც ასევე  ცნობილია, როგორც Universo Paralello Festival), დაკავშირებით კონსპირაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ იქ შეკრებილი ადამიანების მიერ „კერპის“ თაყვანისცემამ გამოიწვია რისხვა, ჰამასის სახით. რეალურად, Supernova Sukkot Gathering ელექტრონული მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 6 ოქტომბერს ისრაელში,  დასავლეთ ნეგევის უდაბნოში,  ღაზა-ისრაელის საზღვრიდან  5 კილომეტრში დაიწყო. ფსაი-ტრანსის მიმართულებით  დაგეგმილი ფესტივალი, რომელსაც  საფუძველი ბრაზილიაში, 23 წლის წინ ჩაეყარა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ  ელექტრონულ-ალტერნატიულ ფესტივალად ითვლება.  

ვიდეოს ავტორი, აცხადებს, რომ ფესტივალზე აღმართული იყო ბუდას ქანდაკება, რომელსაც მონაწილეები თაყვანს სცემდნენ. „აი, ასეთი რაღაცები ხდება, როდესაც კერპთაყვანისმცემლობა და სატანისტური რიტუალები ტარდება. დემონებს და ბოროტ ძალებს ეძლევა საშუალება ამ დაჯგუფებების სახით, ტერორისტების სახით  მიაყენონ ზიანი და ესეთი ტერორისტული აქტები ჩაატარონ (...) მანდ თუ სწორად დავინახე ბუდას ქანდაკება იყო, ჩვენთან ბაალის კერპის, მოკლედ ერთია, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის ეს ერთია, ყველა სხვა კერპი და ყველა სხვა ღმერთი არის ბოროტი ძალა, ეშმაკი“. 

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ფესტივალის ფარგლებში, ბუდას ინსტალაცია დეკორაციის ერთ-ერთ ნაწილს მართლაც წარმოადგენდა, თუმცა ის ფესტივალის დეკორაციის ნაწილია და არა კერპი, რომელსაც მონაწილეები თაყვანს სცემდნენ. 

 

აღსანიშნავია, რომ Universo Paralello Festival-ის ფარგლებში მსგავსი სახის ინსტალაციები არა მხოლოდ ისრაელში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვხვდება.

 

 

კონსპირაციის გაგრძელებას წარმოადგენს, ბუდას ინსტალაციის დაკავშირება ლისზე აღმართულ ქანდაკებასთან, რომელიც 8 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფის მიერ განადგურდა (ქანდაკებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).  „როდესაც ლისის ტბაზე ანალოგიურის მოწყობა უნდოდათ, კიდევ კარგი რომ დაარბიეს ეს ყველაფერი (..) როდესაც რჩეული ერი კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებს ასრულებს, მთელი რისხვა მოდის მერე მთლიანად ერზე (…) ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენთან ბაალის დავანგრიეთ და გადავრჩით ღვთის რისხვას და მეორე შემთხვევა, როცა იერუსალიმთან, თუ სადაც იყო ფესტივალი”,- აცხადებს ვიდეოს ავტორი. 

მტკიცება 2: ისრაელში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იესო ქრისტეს ხსენება აკრძალულია

რეალურად, ისრაელის პარლამენტს ორმა ულტრამემარჯვენე პარტიის წევრმა, 2023 წლის 9 იანვარს კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტი - მიღების შემთხვევაში, რელიგიის ქადაგებას, სხვისი რელიგიის შეცვლის მიზნით, კრძალავდა. კანონპროექტში, რომლის  ავტორები დეპუტატები მოშე გაფნი და იაკოვ აშერი არიან,  ნათქვამია: „ვინც ეცდება, დაარწმუნოს პირი  პირდაპირ, ციფრული გზით, ელექტრონული ფოსტით ან ინტერნეტით, რომ შეიცვალოს თავისი რელიგია, დაისჯება   ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თუ ქადაგება არასრულწლოვანის მიმართ ხორციელდება, ამ შემთხვევაში სასჯელი ორი წელი იქნება“. 

კანონპროექტმა მღელვარება გამოიწვია, განსაკუთრებით ქრისტიანების მხრიდან, თუმცა, მისმა ინიციატორმა, მოშე გაფნიმ აღნიშნა, რომ კანონპროექტი პროცედურულად დაარეგისტრირა და გამიზნული არ იყო მისი მიღება. მოგვიანებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ, ქრისტიანობის წინააღმდეგ კანონი მიიღონ. 

 

ამდენად, ვიდეოში გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#კონსპირაცია
#გაეროს რეზოლუცია
#ელექტრონული მუსიკის ფესტივალი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები გაუარესდა

    2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა