სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფოტოანაბეჭდი, (ბმული 1; ბმული 2), რომლებზეც თითქოს საქართველოს პრეზიდენტის გამოქვეყნებული პოსტებია აღბეჭდილი. Facebook-ანგარიშების მტკიცებით, პრეზიდენტი ამ პოსტებით საქართველოში 2023 წლის 24 სექტემბერს მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა.
სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე (ბმული 1; ბმული 2) მსგავსი შინაარსის პოსტები არ გვხვდება. ორივე ფოტოანაბეჭდს გამოქვეყნების დროდ ერთი და იგივე დრო - 8 წთ - აქვს მითითებული. თუმცა,სალომე ზურაბიშვილის Facebook-გვერდებზე 24 სექტემბერს მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული პოსტები ან რაიმე სახის გამოხმაურება არ იძებნება.
ამგვარად, სალომე ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული პოსტები ყალბია. საგულისხმოა, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია. (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3)
------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.