• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სალომე ზურაბიშვილის სახელით ყალბი ამბავი ვრცელდება

სალომე ზურაბიშვილის სახელით ყალბი ამბავი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/01/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ანგარიში „მრისხანე ბაბუაწვერა“, რომელსაც დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია, სოციალურ ქსელში მორიგ ყალბ სქრინს ავრცელებს. ფოტომასალის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა თავისი პირადი ანგარიშით გამოაქვეყნა ფოტო აღწერით: „ბატონი ილია მოკვდება როცა, აბა თუ მიხვდებით, ვინ ავირჩიოთ პატრიარქად? ხვიჩა კვარაცხელია, დიახ )) მომავლის კატალიკოსპატრიარქი, ეს ფოტოც სიმბოლურად ღნიშნავს მაგ ფაქტს.“ ანგარიშმა მანამდე ირაკლი კობახიძის შესახებ გაავრცელა ყალბი ამბავი.

სალომე ზურაბიშვილის პირად Facebook-ანგარიშზე ბოლო პოსტი 2023 წლის 19 იანვარს 12:03-ზეა გამოქვეყნებული (იხილეთ პოსტი). პრეზიდენტს Facebook-ზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია. რაც შეეხება სქრინში არსებულ ფოტოს, სადაც თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას მაისურში გამოწყობილი ბიჭი პატრიარქ ილია მეორეს უყურებს, ასევე ყალბია. ფოტოს ორიგინალ ვერსიაში, რომელიც იტალიური გამოცემა La Gazzetta-ს Facebook გვერდზეა განთავსებული, კედელზე არა ილია მეორე, არამედ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა დახატული.

შესაბამისად, „მრისხანე ბაბუაწვერას“ მიერ გამოქვეყნებული ანაბეჭდი, სადაც თითქოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის პოსტია მოცემული, მთლიანად ყალბია.

ყალბია ასევე ფოტომასალა, სადაც თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ციტატა, სადაც ის „ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი ადამიანების აუცილებლობაზე“ საუბრობს და საკუთარ თავს უცენზურო სიტყვით მოიხსენიებს. მსგავსი მასალა ტელეკომპანია იმედს არ გამოუქვეყნებია და მოცემული განცხადება არც ირაკლი კობახიძეს გაუკეთებია.

---------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ზურაბიშვილი
კობახიძე
კვარაცხელია
გეიტსი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესების უსასყიდლოდ დახვნა, რამაც უზრუნველყო, რომ, რაც შეიძლება, მეტი პროდუქცია მოვიმკათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

    უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

    ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

    წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდებ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა