• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
იმპიჩმენტის პროცედურის მიმოხილვა

იმპიჩმენტის პროცედურის მიმოხილვა

2023 წლის 1 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის, იმპიჩმენტის პროცედურა დააანონსა.

01/09/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2023 წლის 1 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის, იმპიჩმენტის პროცედურა დააანონსა. „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი „განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა“ და მთავრობისგან შესაბამისი თანხმობის გარეშე, საზღვარგარეთ ვიზიტების დაწყებით, ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია„უხეშად დაარღვია“.(ზურაბიშვილის ევროპის სახელმწიფოებში მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტების კონსტიტუციურობის თაობაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“                  სტატია.)

„ფაქტ-მეტრი“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმპიჩმენტის პროცედურას მიმოიხილავს.

იმპიჩმენტი პირის თანამდებობიდან გადაყენებას გულისხმობს. საქართველოს კონსტიტუციაში იმპიჩმენტის პროცედურას 48-ე მუხლი ეთმობა. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შესაძლებელია კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში. აქვეა განსაზღვრული ისიც, რომ საკითხის აღძვრისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის სრული შემადგენლობის მინიმუმ ერთმა მესამედმა უნდა მიმართოს. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხი ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს და პარლამენტს დასკვნა წარუდგინოს.

მას შემდეგ, რაც საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა, მოვლენები ორი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 9 წევრიდან 6-მა უნდა დაადასტუროს, საწინააღმდეგო შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას დაადასტურებს, პარლამენტი 2 კვირის ვადაში უფლებამოსილია, განიხილოს და კენჭი უყაროს მისი იმპიჩმენტის საკითხს. თუ პარლამენტი 2 კვირის ვადაში არ/ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტის გადაყენების შესახებ, მას ამავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება აღარ შეუძლია.

იმპიჩმენტის მხარდასაჭერად, საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის თანხმობაა საჭირო. გამოდის, რომ 150 დეპუტატიდან პრეზიდენტის გადაყენებას მხარი მინიმუმ 100-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადგენა ავტომატურად პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არ გულისხმობს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში წარმართულ პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება. შესაბამისად, ნათელია, რომ „პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცედურა, რომლის სისრულეში მოყვანა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნისა და პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი.“[1]



[1] „კონსტიტუციური სამართალი“, თბილისი 2019, ირაკლი კობახიძე - გვ 186

კონსტანტინე ჯაფარიძე
კონსტანტინე ჯაფარიძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა