• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ჰავაის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს პრეზიდენტ ბაიდენს დაეძინა

დეზინფორმაცია: ჰავაის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს პრეზიდენტ ბაიდენს დაეძინა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომლის თანახმად, ჰავაიზე ხანძრით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს, ჩაეძინა. მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ვიდეო, სადაც, დეზინფორმაციის გამავრცელებლების თქმით, ჩანს, როგორ თვლემს აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრის დროს.

სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება ყალბია  და ეს ორიგინალი ვიდეოთი დასტურდება.

უფრო მაღალი ხარისხის სრული ვიდეოს ნახვისას ჩანს, რომ თავის დახრის შემდეგ ბაიდენს არ ჩასძინებია. ABC News-ის ჰონოლულუს ფილიალის KITV-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ეს მომენტი 5:13 წუთზე იწყება, ჩანს, როგორ ხრის ბაიდენი თავს. კადრის მოახლოების შემთხვევაში ნათელია, რომ ბაიდენი თვალებს ახამხამებს. შემდეგ კი ჩანს, რომ თავის დახრით პრეზიდენტი ბაიდენი ერთ-ერთ გამომსვლელს ეთანხმება, რომელიც ამბობს: „ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ოჯახზე, ოჰანაზე დგას“ (ოჰანა ჰავაიურად ოჯახს ნიშნავს). 

იმის გამო, რომ ეს ფრაგმენტი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, მტკიცებას თეთრი სახლის პრეს-მდივნის მოადგილე ენდრიუ ბეიტსი გამოეხმაურა. მან ერთ-ერთი კონგრესმენის ტვიტი გადააზიარა, რომელშიც ეწერა: „წარმოიდგინეთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი იძინებს, როდესაც თქვენ ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი ხანძრის შედეგებს აღწერთ. ეს აბსოლუტურად ამაზრზენია. ბაიდენმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს“.

ბეიტსმა უპასუხა: „ნამდვილად უნდა „წარმოიდგინოთ“, რადგან ეს რეალურად არ მომხდარა. „აბსოლუტურად ამაზრზენი“ არის ის, თუ რამდენად ადვილია თქვენთვის ამომრჩევლის მოტყუება“.

ამგვარად, მტკიცება, თითქოს ჰავაის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ჯო ბაიდენს დაეძინა, ყალბია.

-------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სამხედრო აღრიცხვა
წითელი ჯვარი
ისრაელი
ჰავაი
ჯო ბაიდენი
აშშ
ჰავაი
ისრაელი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა