• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში დმიტრო კულებასა და ვიტალი კლიჩკოს  გაყალბებული ციტატები ვრცელდება

სოციალურ ქსელში დმიტრო კულებასა და ვიტალი კლიჩკოს გაყალბებული ციტატები ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2; 3) მორიგ ყალბ ციტატებს ავრცელებს (ბმული 1; ბმული 2). დეზინფორმაციის სამიზნე ამჯერად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და კიევის მერი არიან. ნონა შარაბიძე დმიტრო კულებას შემდეგ ციტატას მიაწერს: „დმიტრო კულებამ მოითხოვა, რომ აფრიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ევროპული და ამერიკული მედიის ყურადღების გადატანა )უკრაინიდან. მრავალი თვის განმავლობაში უკრაინა წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების, ტელეარხებისა და გაზეთების პირველ გვერდებზე იყო, მაგრამ აფრიკის ქვეყნებში ახლა მიმდინარე ქმედებების გამო, უკრაინის დღის წესრიგი უკანა პლანზე გადავიდა“. შარაბიძე გამოგონილ ციტატას მიაწერს ვიტალი კლიჩკოსაც: „თუ კიევი გარშემორტყმულია, მაშინ კიევი მრგვალია!“. რეალურად, აღნიშნული ციტატები ყალბია, არც კლიჩკოსა და არც კულებას მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ.

                                                                             

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ დმიტრო კულებას ციტატა მხოლოდ რუსულ ტელეგრამ არხზე იძებნება. ამავდროულად,  ნონა შარაბიძის პოსტს არ ახლავს წყარო, რაც ინფორმაციის ნამდვილობაში დაგვარწმუნებდა. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 2023 წლის ივლისის ბოლოს მესამედ ეწვია აფრიკის კონტინენტს გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესების ფონზე, კერძოდ, რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლის შემდეგ.

23-24 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეკვატორულ გვინეაში ჩავიდა. ვიზიტი  ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველი იყო, რასაც კულება Twitter-ზეც გამოეხმაურა:

2022 წლის იანვარში უკრაინამ აფრიკის სტრატეგია დაამტკიცა.  „აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება რუსული აგრესიის ფონზე აძლიერებს უკრაინის მხარდამჭერ გლობალურ კოალიციას და უქმნის ახალ შესაძლებლობებს უკრაინელი ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის. დმიტრო კულებას მესამე აფრიკული ტური არის აფრიკის სტრატეგიისა და უკრაინა-აფრიკული ურთიერთობების აღორძინების გაგრძელება“- ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

დმიტრო კულებამ აფრიკის დღესთან დაკავშირებით 2023 წლის 25 მაისს მიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინისა და აფრიკის ურთიერთობების ახალ ეპოქაზე ისაუბრა. მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს რეფორმირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აფრიკული ქვეყნებისთვის კიდევ უფრო ფართო წარმომადგენლობის უნდა გახდეს: „ჩვენ მოვითხოვთ უფრო წარმომადგენლობითი და დემოკრატიული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას, რომელშიც აფრიკა, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა რეგიონი, იქნება წარმოდგენილი. უკრაინა ასევე მხარს უჭერს აფრიკის კავშირს, რომ ის G20-ის მუდმივი წევრი გახდეს. ეს არის ის, რასაც ვგულისხმობ ურთიერთპატივისცემაში, ორმხრივ ინტერესებში და ორმხრივ სარგებელში. ერთად თანამშრომლობითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მივაღწევთ. ერთმანეთზე თანასწორად და პატივისცემით საუბრით შეგვიძლია უკეთ გავუგოთ ერთმანეთს“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ცნობისთვის, აფრიკის ქვეყნები ყურადღების ცენტრში გასულ თვეს ნიგერში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მოექცა,  პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი სამხედრო აჯანყებულმა იძულებით გადააყენეს. ქვეყანა უკვე რამდენიმე კვირაა, პოლიტიკურ ქაოსშია. 

რაც შეეხება ვიტალი კლიჩკოს ციტატას, პოსტს თან არ ახლავს წყარო, რაც მის ნამდვილობაში დაგვარწმუნებდა. არც ის არის მითითებული, თუ სად ან როდის გააკეთა კლიჩკომ ეს განცხადება. განცხადება არც ქართულ, რუსულ და სხვა უცხოურ მედიასა და ღია წყაროებში იძებნება. ამდენად, ციტატა გამოგონილია. იდენტური ფოტო რუსულ ქლიქბეიტ გვერდებზე, vk.com-სა და ok.ru-ზე იძებნება.

ამდენად,  ნონა შარაბიძის მიერ გავრცელებული დმიტრო კულებასა და ვიტალი კლიჩკოს ციტატები ყალბია. მათ მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე
#კლიჩკო
#კულება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა