• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში „კარფურის“ სახელით მომხმარებლებს თაღლითურ გათამაშებაში ჩართვისკენ მოუწოდებენ

სოციალურ ქსელში „კარფურის“ სახელით მომხმარებლებს თაღლითურ გათამაშებაში ჩართვისკენ მოუწოდებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

30/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ანგარიში 𝘾𝙖𝙧𝙚𝙛𝙤𝙪𝙧𝙧_𝙁𝙖𝙣,𝙨     „კარფურის" ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის სახელით დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტში, რომელსაც თითქოს კომპანიის ახალი ფილიალის გახსნის კადრები ახლავს თან, ვკითხულობთ, რომ „კარფურის“ დაბადების დღის აღსანიშნავად მომხმარებლებს 750 სპეციალური ჩანთა, საყიდლების ვაუჩერი და სამსუნგის სმარტფონები გადაეცემათ. პოსტს Facebook-ზე 1500-ზე მეტი კომენტარი და 3000-ზე მეტი გაზიარება აქვს. მსგავსი შინაარსის თაღლითური პოსტები „კარფურის“ სახელით ვირუსულად გავრცელდა სხვა Facebook-ანგარიშების მიერაც. აღნიშნული ანგარიში კომენტარების ველში მომხმარებლებს პირადი შეტყობინებების შემოწმებისკენ მოუწოდებს.

სინამდვილეში, აღნიშნული პოსტი კომპანია „კარფურს“ არ ეკუთვნის, გათამაშების შესახებ ინფორმაცია ყალბია და სავარაუდოდ, მორიგ თაღლითურ სქემას წარმოადგენს. „Carrefour Georgia“ უკვე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას და მისი ნამდვილობა უარყო: „ძვირფასო მომხმარებლებო, შევიტყვეთ, რომ Facebook-ზე შეიქმნა გვერდი სახელწოდებით „Carrefour_ Fans", რომელიც ავრცელებს ინფორმაციას ცრუ პრიზებისა და გათამაშების შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება კარფურ საქართველოს მხრიდან. კარფურის ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება კარფურის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებზე, ან კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდსა და აპლიკაციაში. ‼️გთხოვთ საეჭვო სახის პოსტებმა და შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ მიყვეთ მათ ინსტრუქციას“,- ვკითხულობთ „Carrefour Georgia-ს“ ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიში 𝘾𝙖𝙧𝙚𝙛𝙤𝙪𝙧𝙧_𝙁𝙖𝙣,𝙨 დღეს შეიქმნა და მას 435 გამომწერი ჰყავს. ხოლო ფოტოები, რომლებიც გავრცელებულ პოსტს ახლავს თან, კომპანიის დაბადების დღეს არ უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანი 2021 წელს „კარფურის“ ახალი ფილიალის გახსნაზეა გადაღებული. კიდევ ერთი ფოტოსურათი, სადაც ადამიანებს თითქოს „კარფურის“ ლოგოს პლაკატები უჭირავთ, გაყალბებულია. ფოტოს ორიგინალი ვერსია ირლანდიურ ბრენდ „Primark”-ს ეკუთვნის და 2020 წელს კომპანიის მიერ დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურისთვის გაკეთებულ დონაციას ასახავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის იდენტური პოსტი ამავე ფოტოებით „კარფურის“ სახელით 2022 წელსაც გავრცელდა. პოსტს ისევ მსგავსი სახელწოდების ანგარიში Carrefour_ FANS ავრცელებდა. Facebook-ზე ასეთი სახელწოდების უამრავი ანგარიში იძებნება და ისინი სხვადასხვა ქვეყანაშია შექმნილი.

ამდენად, სავაჭრო ქსელ „კარფურის“ სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აღნიშნული პოსტი თაღლითური სქემის ნაწილია და სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა