• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში „შიინ ევროპისკენ“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) ვოლოდიმირ ზელენსკისა და ანჯეი დუდას  ვიდეოს ავრცელებს. პოსტის აღწერაში კი წერს „გაბედნიერდნენ“. რეალურად, აღნიშნული ვიდეო დამონტაჟებულია და უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

 

ვიდეოს ნახვისას რედაქტირებისას დაშვებული შეცდომები აშკარად იკვეთება. კონკრეტულ კადრებში ზელენსკის რედაქტირებული სახე ქრება, რა დროსაც ორიგინალ ვიდეოში არსებული რეალური ადამიანის სახე ჩანს. შესამჩნევია, რომ ზელენსკის რედაქტირებულ სახეზე წვერი აქვს, ხოლო გარკვეულ მომენტებში კარგად ვხედავთ, რომ რეალური პიროვნება სრულიად განსხვავებულია და მას წვერი არ აქვს (იხილეთ ფოტოები): 

 

 

 

გავრცელებული ვიდეო ყალბია და ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს - ე.ი. ვიდეოს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ცნობისთვის,  რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის „Deepfake“ ვიდეოები აქამდეც არა ერთხელ გავრცელებულა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციასა და კრიტიკულ მომენტებში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას  (1, 2, 3). 

აღსანიშნავია, რომ „შიინ ევროპისკენ“ ხშირად ავრცელებს ჰომოფობიურ და ანტი-დასავლური შინაარსის მქონე პოსტებს:

ამდენად, გავრცელებული ვიდეო ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს და პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#Deepfake
#ანჯეი დუდა
#ოლენა ზელენსკა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა