• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Facebook-ანგარიში „შიინ ევროპისკენ“ დეზინფორმაციას ავრცელებს

Facebook-ანგარიში „შიინ ევროპისკენ“ დეზინფორმაციას ავრცელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/05/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გვერდი „შიინ ევროპისკენ“ ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ტრანსგენდერი ლიზი საუბრობს. ვიდეოს 100-ზე მეტი გაზიარება და 300-ზე მეტი კომენტარი აქვს, რითაც აშკარაა, რომ იგი ფეისბუქზე საკმაოდ აქტიურად ვრცელდება. აღნიშნული ვიდეო ინგლისურენოვანია და ქართული სუბტიტრები ადევს, თუმცა კარგად ისმის მთხრობელის ორიგინალი ხმაც. აღნიშნულით ირკვევა, რომ ქართული ტექსტი ვიდეოს რეალურ შინაარსთან სრულიად შეუსაბამოა. 

ქართული თარგმანის მიხედვით, აღნიშნული პიროვნება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია. ასევე, თარგმანის თანახმად, ის აჟღერებს მოწოდებებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, ჩაატარებს პრაიდს, გახსნის გეი ბარებს. ამასთან, გვხვდება მუქარის შემცველი განცხადებაც, რომ გახსნიან ომის მეორე ფრონტს. ვიდეო სრულდება წარწერით, „დიდება ტრანსებს, დიდება ნაციონალებს“. 

რეალურად, ვიდეოს ავტორი ინგლისურ ენაზე ტრანსგენდერთა უფლებებზე საუბრობს.  კერძოდ, მისი თქმით, საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს მათ იდენტობას და მათთან საუბრისას გამოიყენონ ის ნაცვალსახელები, რომელთანაც ისინი საკუთარ თავს აიგივებენ. ვიდეოს ავტორს არანაირი კავშირი არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მოწოდებები, რომლებიც ქართულ სუბტიტრებში ჩანს, ჩანაწერში არ ფიგურირებს.

ამგვარად, მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში არსებული პიროვნება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია და მუქარისშემცველ მოწოდებებს აჟღერებს, ყალბია. 

-------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
მოცვი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა