• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გერმანიაში სლოგანით „ჰაილ, ზელენსკი“ სოციალური რეკლამა გადაიღეს

დეზინფორმაცია: გერმანიაში სლოგანით „ჰაილ, ზელენსკი“ სოციალური რეკლამა გადაიღეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც, ავტორის მტკიცებით, გერმანიაში გადაღებული სოციალური რეკლამაა და პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ეკუთვნის. 

ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენებია ოჯახი, სადაც მშობლები ტელევიზორს უყურებენ, ბავშვი კი სათამაშო ლეოპარდით თამაშობს. შემდეგ ბავშვი კარს აღებს და სახლში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 4 ადამიანი შედის. ისინი ოჯახის მთელი ქონების შეგროვებას იწყებენ, მათ შორისაა ტელევიზორიც, რომელშიც პარალელურად აჩვენებენ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გამოსვლას, სადაც იგი ამბობს, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ. ბოლოს ბავშვს სათამაშო ლეოპარდსაც ართმევენ (ეს მინიშნებაა ლეოპარდის ტანკებზე, რომლებსაც გერმანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აწვდის). სამხედრო ფორმაში გამოწყობილთა მეთაური კედელზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პორტრეტს კიდებს შეძახილით „ჰაილ ზელენსკი!“. როდესაც ოჯახი ცარიელ სახლში მარტო რჩება, ეკრანზე გერმანული წარწერა ჩნდება: „თქვენი სახლი ნატოშია? შეეგუეთ ნატოს თქვენს სახლში. 2022 წლიდან გერმანიის ბიუჯეტიდან უკრაინას უკვე 22 მილიარდ ევროზე მეტი გადაეცა“. 

პოსტის აღწერაში ასევე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ვიდეორგოლი გერმანიის მემარჯვენე რადიკალურმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შექმნა. თუმცა გადამოწმებისას არც მათ ოფიციალურ გვერდზე, არც Youtube არხზე და არც Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება.

ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენები სახლის კადრი ნამდვილად გერმანიაშია გადაღებული, 6 წლის წინ. ფოტოგრაფიის სააგენტო Alamy-ის გვერდზე ეს კონკრეტული სურათი მარტივად იძებნება და ხელმისაწვდომია კომერციული გამოყენებისთვის. მისი ავტორი ჰანს პეტერ მერტენია და გერმანიის პატარა ქალაქ Rhodt unter Rietburg-ში, საფრანგეთის საზღვართან ახლოს არის გადაღებული. 

როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მარკ კრუტოვმა გაარკვია, მინიმუმ რამდენიმე როლი აღნიშნულ ვიდეორგოლში რუსმა მსახიობებმა შეასრულეს. მაგალითად, ოჯახური წყვილის როლი ვალენტინ ვორობიოვმა და იულია კონიუხოვამ შეასრულეს. სამხედრო ფორმაში გამოწყობილთა ხელმძღვანელის როლი იულია მანდრიკომ, ხოლო მისი ერთ-ერთი ხელქვეითის როლი იგორ ალექსეევმა შეასრულა.

რადიო თავისუფლების სტატიაში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთმა მსახიობმა, იულია კონიუხოვამ აღნიშნული ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა (პოსტი აღარ იძებნება). აღწერაში კი მიუთითა, რომ ვიდეო Russia Today-ს მიერ იყო გადაღებული. რადიო თავისუფლება მსახიობს დაუკავშირდა, თუმცა მან უარყო, რომ ინსტაგრამ გვერდი მას ეკუთვნოდა და არც შეტყობინებებს უპასუხა. იმავე პოსტში კონიუხოვას ეწერა, რომ ბავშვის როლს მისი შვილი ასრულებდა.

ამგვარად, მტკიცება, რომ ვიდეო გერმანიაშია გადაღებული და მისი ავტორი გერმანული პოლიტიკური პარტიაა, ყალბია.

--------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ღაზა
გერმანია
HAARP
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა