• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პოლონეთში ევგენი პრიგოჟინის გამოსახულებიანი ბანერი გამოჩნდა

დეზინფორმაცია: პოლონეთში ევგენი პრიგოჟინის გამოსახულებიანი ბანერი გამოჩნდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/07/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო წარწერით: „სარეკლამო ბანერი პოლონეთში, დაიცავი პოლონეთი“. ფოტოზე გამოსახულია დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი და პოსტერზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს „ვაგნერისგან“ შესაძლო საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

სინამდვილეში, ბანერი გაყალბებულია. მსგავსი დეზინფორმაცია - იდენტური სურათით, რუსულ ტელეგრამ არხებზეც ვრცელდებოდა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ, პოლონეთის არმიაში საკონტრაქტო სამსახურისთვის სარეკლამო კამპანია დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, „StopFake“-მაც გადაამოწმა.

„StopFake“ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათ განაცხადეს, რომ აღნიშნული პოსტერი გაყალბებული იყო. ამასთან, პრესსამსახურის თქმით, მათი არც ერთი დეპარტამენტი, რომელიც პოლონეთის არმიის კანდიდატების რეკრუტირებაზეა პასუხისმგებელი, დასახელებული პოსტერის ავტორი არ არის.

პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მათი ლოგო „უკანონოდ იყო გამოყენებული ან გაყალბებული". მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ატარებს კამპანიებს, რომლის ფარგლებშიც პოლონეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, პოლონეთის არმიას, მის მოხალისეობრივ სამსახურს, ნებაყოფლობით შეუერთდნენ.

იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული პოსტერი დამუშავებულია, ბევრი დეტალი მიუთითებს. მაგალითად, ტელეფონის ნომრის ცალკეული ციფრების ფერის განსხვავება. გარდა ამისა, სარეკლამო ბანერის/სტენდის ფოტო, რომელშიც ნებისმიერი სურათის ჩასმაა შესაძლებელი, ინტერნეტ სივრცეში უპრობლემოდ იძებნება.

როგორც პოლონეთის ეროვნული თავდაცვის პრესსამსახურმა „StopFake“-ს განუცხადა: „ეს არის ყალბი ამბების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც სოციალურ ქსელში წარმართული დეზინფორმაციული კამპანიების ნაწილია. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს, განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ საინფორმაციო სივრცეში არსებული ინფორმაციის სანდოობის მიმართ".

შესაბამისად, ზემოაღნიშნული პოსტერი გაყალბებულია.

---------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პოლონეთი
ვაგნერი
HAARP
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა