• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტსა და შვედეთის მეფეზე მანიპულაციური ფოტოები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტსა და შვედეთის მეფეზე მანიპულაციური ფოტოები ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4) მანიპულაციური შინაარსის პოსტს ავრცელებს აღწერით: «ესტონეთის პრეზიდენტისა და შვედეთის მეფის კოსტიუმები. კიდევ ისმის კითხვა, «რატომ ვძულვართ ჩვენ დასავლეთს?» რეალურად, ფოტოზე ესტონეთის პრეზიდენტი არაა გამოსახული, შვედეთის მეფის ფოტო კი ვიზუალურად დამუშავებულია. 

 

ფოტო 1

მოცემული ფოტო რუსულ ინტერნეტ-სივრცეში წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, იმ  მტკიცებით, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესია. აღნიშნული დეზინფორმაცია 2019 წელს ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ DFRLab გამოიკვლია.

სინამდვილეში, აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულია 2011 წლის 5 ნოემბერს, ბუენოს აირესში გამართული პრაიდის მონაწილე.  იმის მიუხედავად, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ერთი შეხედვით, მართლაც ჰგავს ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ისინი სხვადასხვა ადამიანები არიან. ამას მათი ვიზუალიც ადასტურებს, ყველაზე შესამჩნევია მათი განსხვავებული თვალის ფერი და ყურის ფორმა. 

ფოტო 2

ფოტო, რომელზეც შვედეთის მეფე კარლ მეთექვსმეტე გუსტავს ლოსის ქუდი ახურავს, ვიზუალურად რედაქტირებულია. აღნიშნული ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში Tumblr 2013 წლის ოქტომბერში განთავსდა. ორიგინალ ფოტოს, რომლის ავტორი შვედი ფოტოგრაფი სუვად მრკონიჩია (Suvad Mrkonjic), შვედური მედიის მიერ 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ მასალაში ვხვდებით, სადაც მეფეს სინამდვილეში შავი ქუდი ახურავს. რედაქტირებულ ფოტოში, ქუდის გარდა ყელსახვევის ფერიც შეცვლილია და ორიგინალთან შედარებით მუქია. 

ნონა შარაბიძის ანგარიშიდან გავრცელებული ფოტო თავდაპირველად 2019 წლის 10 ივლისს რუსულ საიტზე, ანგარიშმა - Авдыш Олег (ХаТТабычЪ) გამოაქვეყნა. აღნიშნულ ანგარიშს ანტიდასავლური დეზინფორმაციული ნარატივები აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. 

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები დამუშავებულია და დასავლელი პოლიტიკური ფიგურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#სომხეთი
#ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
#შვედეთის მეფე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა