• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მაკიივკაში „ჰაიმარსის“ რაკეტა ეკლესიას მოხვდა და სრულად დაინგრა

დეზინფორმაცია: მაკიივკაში „ჰაიმარსის“ რაკეტა ეკლესიას მოხვდა და სრულად დაინგრა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ მედიაში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მაკიივკაში უკრაინელების მიერ გაშვებული „ჰაიმარსის“ რაკეტა ეკლესიას მოხვდა და სრულად გაანადგურა. აღნიშნული მომხმარებლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (ბმული 1, 2). რეალურად, მაკიივკაში უკრაინელების მიერ რუსული სამხედრო საწყობი დაიბომბა, გადამოწმების შედეგად კი ვერ მოიძებნა მასალა, რომელიც ეკლესიის დაზიანებას ან განადგურებას დაადასტურებდა.

მოცემული სურათი უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისის მიერ გავრცელებულ ვიდეოდან არის აღებული, სადაც  წმინდა ვედენკსის სახელობის ეკლესიის ფონზე დიდი აფეთქება ჩანს.

როგორც უკრაინელმა, ასევე რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 4 ივლისის ღამეს მაკიივკაზე მიტანილი იერიში დიდი მასშტაბის იყო, თუმცა მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ, თავდასხმის შედეგად სამხედრო ინფრასტრუქტურა განადგურდა - თუ სამოქალაქო. მიუხედავად ამისა,  მაკიივკაში ეკლესიის დაზიანების ან განადგურების შესახებ ინფორმაციას არც ერთი წყარო არ ავრცელებს.

ინტერნეტში გავრცელებული დამატებითი ვიდეომასალა ადასტურებს, რომ თავდაპირველმა დარტყმამ რამდენიმე მეორადი აფეთქება გამოიწვია, რაც დარტყმის ადგილას იარაღის საწყობის არსებობაზე მიუთითებს.

თვითგამოცხადებული ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის, დენის პუშილინის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში საავადმყოფოზე მიიტანეს. თავდასხმის მომდევნო დილას გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იარაღის საწყობი სამოქალაქო ინფრასტრუქტურასთან ახლოს, მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე ჰქონდა განთავსებული, კერძოდ, ცარიელი საცხოვრებელი კორპუსების ეზოში, რომელიც ეკლესიიდან 650 მეტრის, ხოლო მაკიივკას N2 საავადმყოფოდან 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. მიუხედავად ამისა, აფეთქება ეკლესიისა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე არ მომხდარა.

დარტყმის წერტილის, ეკლესიის და საავადმყოფოს მდებარეობა

დრონიდან გადაღებული მასალაში საავადმყოფოს და ეკლესიის ტერიტორიაზე რაკეტის დაცემა არ დასტურდება

უკრაინას დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღი, მათ შორის - „ჰაიმარსი“, რუსეთის არმიის მიწოდების ხაზების და იარაღის საწყობების გასანადგურებლად არაერთხელ გამოუყენებია,  თავის მხრივ რუსული საარტილერიო და საჰაერო ძალები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ქალაქის ცენტრებს   ხშირად იღებენ სამიზნეში (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ამრიგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მაკიივკაში რუსული შეიარაღების საწყობის დაბომბვის დროს წმინდა ვედენსკის სახელობის ეკლესიაზე თავდასხმა არ დასტურდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ღვინო
ლიზ ტრასი
ჰაიმარსი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა