• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ნორვეგიასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნორვეგიასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში Гия Амиранович Гогитидзе, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2), ნორვეგიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, ნორვეგიაში კანონით დაშვებულია ადამიანების ცხოველებზე დაქორწინება და პედოფილია. ამავდროულად, ავტორის თქმით, ნორვეგიის კულტურის მინისტრი ჰომოსექსუალია და ნორვეგიის მოსახლეობასაც მოუწოდეს, ჰომოსექსუალები გახდნენ. რეალურად, ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი ინფორმაცია არ დასტურდება.

დეზინფორმაცია 1: ნორვეგიაში კანონით დაშვებულია ადამიანებსა და ცხოველებს შორის ქორწინება

სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნორვეგიაში ადამიანების ცხოველებზე ქორწინება დააკანონეს. ინფორმაციის პირველი წყარო ბლოგი სახელად „The Watch Dog Web“ იყო, სადაც ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „ნორვეგია: ადამიანებსა და ცხოველებს შორის ქორწინება ლეგალიზებულია!“

აღნიშნულ ბლოგში ნათქვამია, რომ 2017 წლის 10 მარტის ნორვეგიულ გაზეთ „Dagens Næringsliv“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ნორვეგიამ ადამიანებსა და შინაურ ცხოველებს შორის ქორწინება დააკანონა. პოსტში ვკითხულობთ ბარბარა ტრუდლოსმეკის შესახებ, რომელიც თითქოს დაქორწინდა ძაღლზე, რომელიც 2015 წელს თავშესაფრიდან წამოიყვანა (იხილეთ ფოტო).

აღნიშნული თემა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია „Snopes“ გადაამოწმა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „The Watch Dog Web“ მთლიანად ეყრდნობა ფრანგულ სატირულ ვებსაიტს, „SecretNews“. თუმცა, „The Watch Dog Web“-ის სტატიის არც ინგლისურ და არც ფრანგულ ვერსიებში არ წერია, რომ ამბავი სატირული გამოცემიდან არის.

ამავდროულად, გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ინფორმაცია, თითქოს ნორვეგიაში ადამიანებსა და ცხოველებს შორის ქორწინება დაკანონდა, არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება.

დეზინფორმაცია 2: ნორვეგიაში პედოფილია კანონით დაშვებულია

ნორვეგიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებთან სექსუალური აქტის დამყარება კანონით ისჯება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის რიგი დებულებებიდან ჩანს, მაგალითად:

• მუხლი 300 - 14 წლამდე ბავშვის გაუპატიურება ისჯება 3-დან 15-წლამდე პატიმრობით. მძიმე შემთხვევაში გათვალისწინებულია 21 წლამდე პატიმრობა.

• მუხლი 304 - სქესობრივი აქტი 16-წლამდე ასაკის ბავშვებთან ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

• მუხლი 305 - სექსუალური, შეურაცხმყოფელი ქცევა და ა.შ. 16 - წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ ისჯება 2- წლამდე პატიმრობით.

დეზინფორმაცია 3: ნორვეგიის კულტურისა და სპორტის მინისტრი ჰომოსექსუალია და სურს, რომ მთელი ნორვეგიის ბიოლოგიურად მამრი მოსახლეობა ჰომოსექსუალი იყოს

ნორვეგიის კულტურისა და თანასწორობის მინისტრი, ლუბნა ჯაფერია, რომელიც პოსტზე ახალი დანიშნულია. გადამოწმებისას, არც ერთი ინტერნეტწყაროს მეშვეობით არ დასტურდება ფაქტი, რომ ჯაფერი ჰომოსექსუალია. ამავდროულად, არსად იძებნება მისი მოწოდება, რომლითაც იგი ცდილობს, ნორვეგიის მოსახლეობა დაარწმუნოს, გახდნენ ჰომოსექსუალები.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მინისტრი „პრაიდის“ თვეს Facebook-ის პოსტით გამოეხმაურა: „მსურს საზოგადოება, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ საკუთარი თავები, იცხოვრონ სიყვარულით და სიხარულით. ტერორმა არ უნდა შეგვაჩეროს. გვახსოვს დღევანდელი დღე და დღეს ვებრძვით სიძულვილს. ბოლოს ყოველთვის სიყვარული გაიმარჯვებს“.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#სომხეთი
#ნორვეგია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა