• ჩვენ შესახებ
    1. მეთოდოლოგია
    2. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ოლაფ შოლცის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ოლაფ შოლცის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

03/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია(1,2,3,4), გერმანიის კანცლერის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, შოლცმა რუსებს გერმანულ ტანკებთან  ფრთხილად მოქცევა სთხოვა. „ტანკები გადახდილია ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულით, რომლებიც არ არიან კონფლიქტის მხარე. თუ არის ასეთი შესაძლებლობა, მაშინ მინდა ვთხოვო რუსებს, არ გაანადგურონ ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, უბრალოდ გამოიყვანონ მწყობრიდან და უკან დააბრუნონ. იმედი მაქვს, რუსეთის ხელმძღვანელობა ამ თხოვნას გაგებით მოეკიდება“,- წერია პოსტში. რეალურად, აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერს არ გაუკეთებია. 

 

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი განცხადება არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. აღნიშნული განცხადების რუსული ვერსია Twitter-ის ანგარიშებისა და რამდენიმე  რუსული ვებ-საიტის მიერ ვრცელდება.  

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე 14 მაისს,  გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტისას ისაუბრა. შოლცის თქმით, ის მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ქვეყანას დასჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია პარტნიორებთან ერთად, ჩადენილ ქმედებების გამო, რუსეთის პასუხისგებაში მიცემას მხარს უჭერს.   

აღსანიშნავია, რომ 12 ივნისს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ, სადაც   უკრაინის კონტრშეტევის სამხედრო მხარდაჭერაზე და ქვეყნისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ სამივე ქვეყანა  უკრაინის მხარდაჭერას მანამ გააგრძელებს, სანამ საჭირო იქნება. 

„დროა, პუტინმა საბოლოოდ აღიაროს, რომ მისი გეგმა ჩაიშალა, რომ მან დაასრულა ომი თითქმის 16 თვის შემდეგ ასობით ათასი დაღუპულით, მილიონობით დაშავებულით და კიდევ უფრო მეტი ლტოლვილით“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ოლაფ შოლცი
#სომხეთი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია

    თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა