სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4) უკრაინაში შშმ-პირების სამხედრო მობილიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, უკრაინაში შშმ პირების მობილიზაცია გრძელდება: „ინვალიდი ფეხების გარეშე!!! ომში!!! ქვეყანა 404“ - წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, უკრაინაში მოქმედი კანონის მიხედვით, შშმ პირთა სამხედრო სამსახურში გაწვევა შესაძლებელია მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ.

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის სამხედრო სამსახურში 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს იწვევენ. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, კერძოდ, 15 კატეგორია, რომლიდანაც ერთ-ერთი პუნქტი სწორედ შშმ პირებს ეთმობა: „I-III ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებელი პირები არ ექვემდებარებიან გაწვევას, შესაბამისი სამხედრო-სამედიცინო კომისიის (VLK) დასკვნის საფუძველზე“.

ამავდროულად, სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ უკრაინის კანონის 23-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განსაზღვრულ ვადაში, მათი სურვილის შემთხვევაში შეიძლება გაიწვიონ სამხედრო სამსახურში, მაგრამ მხოლოდ მათ საცხოვრებელ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა გაწვევა, შშმ პირი უნდა გამოცხადდეს შესაბამის ოფისში და თან უნდა იქონიოს შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, ადვოკატი ივან ლიბერმანი აღნიშნავს, რომ III ჯგუფის შშმ პირებს აღენიშნებათ მსუბუქი დარღვევები, რაც ომის პერიოდში ხელს არ შეუშლით შეასრულონ ე.წ. „ალტერნატიული სამსახური“. „ალტერნატიული სამსახური“ გულისხმობს არა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, არამედ-საბრძოლო ტექნიკის ამუშავებას, სანგრების გათხრას, საკვების მომზადებას და სხვ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5513 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი