სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც მტკიცების თანახმად, თბილისის აეროპორტში ჩამოფრენილ „აზიმუტის“ ავიახაზების თვითმფრინავშია გადაღებული და მოსკოვი-თბილისის რეისის მგზავრების მისასალმებლად შესრულებულ ქართულ ცეკვას ასახავს.

სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო არა 2023 წელს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“, არამედ 2021 წელს, უკრაინული ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავშია ჩაწერილი. ქართული ცეკვა „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ბორტგამცილებლებმა ბორტზე მყოფი ქართული ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ - საპატივსაცემოდ შეასრულეს.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო 2021 წლის 29 მარტს თავად უკრაინული ავიახაზების Facebook-გვერდზე გავრცელდა.

ამდენად, მტკიცება, რომ ვიდეო თბილისის აეროპორტში ჩამოფრენილი „აზიმუტის“ ავიახაზების თვითმფრინავის მგზავრების ქართული ცეკვით დახვედრას ასახავს - ყალბია.

-------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი