• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ჯოზეფ ბორელმა კონფლიქტის დასრულების ერთადერთ გზად უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა დაასახელა

დეზინფორმაცია: ჯოზეფ ბორელმა კონფლიქტის დასრულების ერთადერთ გზად უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა დაასახელა

ვერდიქტი: მანიპულირება

16/05/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ანგარიში მალხაზ ხაბაზი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია "ფაქტ-მეტრს” აქამდეც გადაუმოწმებია, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, ბორელმა უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთ გზად უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა დაასახელა.

სინამდვილეში, გავრცელებული მტკიცება მანიპულაციურია და ბორელის განცხადებას დამახინჯებულად წარმოაჩენს. ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მნიშვნელობაზე 5 მაისს ფლორენციაში European University Institute (EUI)-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა უკრაინას იძულებულს გახდის რუსეთს დანებდეს და მას დაემორჩილოს. ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირს ომის ამ პირობებით დასრულება არ სურს, რისთვისაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება უნდა დაჩქარდეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე ისიც აღნიშნა, რომ ომში მყოფ უკრაინაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ფორმალური სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია, ამიტომ, მისი თქმით, უკრაინას დიპლომატიური მოლაპარაკებების ნაცვლად ახლა სამხედრო დახმარება სჭირდება – „სამწუხაროდ, ახლა მშვიდობის შესახებ დიპლომატიური მოლაპარაკებების დრო არ არის. ახლა არის ომში სამხედრო დახმარების გაწევის დრო… თუ მშვიდობა გინდა, რუსეთი უნდა აიძულო უკან დაიხიოს. უნდა აიძულო რუსეთი შეაჩეროს ომი. ნუ მეტყვით, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა შევწყვიტო, რადგან თუ ამას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ომი მალე დასრულდება… ჩვენ ასე ვერ დავასრულებთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინა საკუთარ თავს ვერ დაიცავს და დანებება მოუწევს. რუსული ჯარები იქნებიან პოლონეთის საზღვარზე და უკრაინა გახდება მეორე ბელარუსი. გნებავთ ომის ასე დასრულება? არა” – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბორელმა დამატებით ისიც აღნიშნა, რომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რადგან რუსეთს თავისი სამხედრო მიზნების მიღწევა სურს. მისი თქმით, “სამშვიდობო გეგმები კარგია, მაგრამ ამისთვის საჭიროა მეორე მხარეც, რომელსაც მშვიდობაზე საუბარი სურს”.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების მნიშვნელობაზე 13 მაისს სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა დააჩქაროს, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ბახმუტის რეგიონში ყოველდღიურად 1000 საარტილერიო ჭურვი სჭირდებათ.

შეკითხვას, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს იარაღის მიწოდება დააჩქაროს, ბორელმა უპასუხა, რომ წევრმა ქვეყნებმა საკუთარ მარაგებს უნდა გადახედონ და გადალახონ ლოჯისტიკური გამოწვევები. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ უკრაინას განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო მასალა სჭირდება, რადგან “რუსები შორი მანძილიდან ბომბავენ”.

აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში, ევროკავშირის მინისტრებმა უკრაინისთვის 2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების ახალი გეგმა დაამტკიცეს, რომელიც უკრაინისთვის 12 თვის განმავლობაში 1 მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდებას გულისხმობს.

13 მაისს გერმანიამ უკრაინისთვის 2,7 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ განაცხადა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიის მიერ კიევისთვის გადაცემული ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია.

გარდა ამისა, 3 მაისს ევროკომისიამ დამატებით 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გეგმა, ASAP (Act in Support of Ammunition Production) წარადგინა, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის დროულად მიწოდების უზრუნველსაყოფად, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს.

ამდენად, მტკიცება, რომ ჯოზეფ ბორელმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებისთვის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა დაასახელა, მანიპულაციურია და ბორელის განცხადებას დამახინჯებული კონტექსტით წარმოაჩენს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა ომის უკრაინის დანებებით დასრულებას გამოიწვევს, რაც ევროკავშირისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ის ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა