სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, რომლებიც თითქოს სკოლებში სატანისტურ შეკრებას აღწერს. აღნიშნული პოსტები სხვადასხვა სათაურით ვრცელდება: სატანა სკოლის შემდეგ.... ბავშვთა კლუბის შეხვედრები პენსილვანიაში“ ,ტრანსვისტიტ-გენდერებს ახალი მიმდინარეობა შეემატა - სატანიზმი!", „საკვირაო ბიბლიოთეკა დავეწაფოთ ცოდნასეგიდით. ...

.. (ჩამატება) საქართველოში არაა და არც უნდა მივუშვათ აქამდე!“

აღსანიშნავია, რომ ამ პოსტებს კიდევ ბევრი სხვა ფეისბუქ-ანგარიშიც აზიარებს (1; 2; 3).

ყველა ფოტოს მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის აღნიშვნა აქვს, რაც მიანიშნებს, რომ ფოტოები ეკუთვნის ციფრული კრეატორის გვერდს, სახელით „The Pumpkin Empress. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ფეისბუქ-გვერდი ამ ფოტოებს თავად აზიარებს და მათ აღწერაში ხსნის, რომ ფოტოები რეალური არ არის და ისინი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი.

„ ეს სურათები ნამდვილი არ არის, ისინი უბრალოდ გართობის მიზნით შეიქმნა... არც ერთი ბავშვი არ დაზარალებულა აღნიშნულ ფოტოებში, რადგან ეს ბავშვები რეალურად არ არსებობენ - ეს ყველაფერი კომპიუტერის მიერაა გენერირებული“, - აღნიშნულია ფოტოების აღწერაში.

დასახელებულ გვერდს ამ თემასთან დაკავშირებით Reuters-იც დაუკავშირდა. მათთან საუბრისას გვერდის ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ რომ სურათები შეიქმნა Midjourney-ის, ხელოვნური ინტელექტის პროგრამის გამოყენებით, რომელიც სურათებს სასურველი ტექსტის საფუძველზე ქმნის.

აღნიშნული ფოტოები მანიპულაციურად სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. მათი ნამდვილობა Reuters-ის გარდა, ალბანურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამაც faktoje.al გადაამოწმა.

ამგვარად, მტკიცება იმის შესახებ, რომ განხილული ფოტოები პენსილვანიის სკოლაში სატანისტურ შეკრებას ასახავს, ყალბია. რეალურად, ეს ფოტოები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი.

­­­---------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი