• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პენსილვანიის სკოლებში ბავშვთა სატანისტური შეკრებები იმართება

დეზინფორმაცია: პენსილვანიის სკოლებში ბავშვთა სატანისტური შეკრებები იმართება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/05/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, რომლებიც თითქოს სკოლებში სატანისტურ შეკრებას აღწერს. აღნიშნული პოსტები სხვადასხვა სათაურით ვრცელდება: სატანა სკოლის შემდეგ.... ბავშვთა კლუბის შეხვედრები პენსილვანიაში“ , „ტრანსვისტიტ-გენდერებს ახალი მიმდინარეობა შეემატა - სატანიზმი!", „საკვირაო ბიბლიოთეკა დავეწაფოთ ცოდნას“ ეგიდით. ...

პ.ს. (ჩამატება) საქართველოში არაა და არც უნდა მივუშვათ აქამდე!“

აღსანიშნავია, რომ ამ პოსტებს კიდევ ბევრი სხვა ფეისბუქ-ანგარიშიც აზიარებს (1; 2; 3).

ყველა ფოტოს მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის აღნიშვნა აქვს, რაც მიანიშნებს, რომ ფოტოები ეკუთვნის ციფრული კრეატორის გვერდს, სახელით „The Pumpkin Empress”. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ფეისბუქ-გვერდი ამ ფოტოებს თავად აზიარებს და მათ აღწერაში ხსნის, რომ ფოტოები რეალური არ არის და ისინი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი.

„ ეს სურათები ნამდვილი არ არის, ისინი უბრალოდ გართობის მიზნით შეიქმნა... არც ერთი ბავშვი არ დაზარალებულა აღნიშნულ ფოტოებში, რადგან ეს ბავშვები რეალურად არ არსებობენ - ეს ყველაფერი კომპიუტერის მიერაა გენერირებული“, - აღნიშნულია ფოტოების აღწერაში.

დასახელებულ გვერდს ამ თემასთან დაკავშირებით Reuters-იც დაუკავშირდა. მათთან საუბრისას გვერდის ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ რომ სურათები შეიქმნა Midjourney-ის, ხელოვნური ინტელექტის პროგრამის გამოყენებით, რომელიც სურათებს სასურველი ტექსტის საფუძველზე ქმნის.

აღნიშნული ფოტოები მანიპულაციურად სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. მათი ნამდვილობა Reuters-ის გარდა, ალბანურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამაც faktoje.al გადაამოწმა.

ამგვარად, მტკიცება იმის შესახებ, რომ განხილული ფოტოები პენსილვანიის სკოლაში სატანისტურ შეკრებას ასახავს, ყალბია. რეალურად, ეს ფოტოები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი.

­­­---------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების      პროგრამის      ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ     ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ       ბმულზე.

თეგები:
მოცვი
სატანისტური შეკრება
სატანისტური შეკრება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა