სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა სომხეთის სატვირთო მანქანებისთვის საზღვარი დაკეტა და ეს „ევროპასთან და ნატოსთან სომხეთის ფლირტთან“ არის დაკავშირებული. აღნიშნული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია.

იხ. Facebook-პოსტი

საკითხის გადამოწმების მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ საქართველოს შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ რუსეთის საზღვართან რიგები ნამდვილად არის, თუმცა გადაადგილება ყველასთვის გართულებია და არა მხოლოდ სომხეთის სახელმწიფო ნომრის მქონე სატვირთოებისთვის.

„ზოგადად, მოძრაობა არის გაზრდილი. გზის ჩაკეტვა შეიძლება, ამინდის გაუარესებამაც განაპირობოს, თუმცა სომხურ მანქანებთან დაკავშირებული შეფერხება არ არის",- განაცხადა სამსახურის წარმომადგენელმა.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრი“ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელსაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ყაზბეგის გამშვებ პუნქტთან „მხოლოდ ტექნიკური პრობლემაა და არა პოლიტიკური“. მათივე ცნობით, მსგავსი შეფერხება მაქსიმუმ 2-3 დღე გრძელდება ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ ყაზბეგის გამშვებ პუნქტთან ხშირად ფიქსირდება რიგები, რაც დღეების განმავლობაში გრძელდება. აპრილის თვეშიც, რუსეთის მხრიდან საბაჟო პუნქტის ბაზებში ტექნიკური პრობლემა დაფიქსირდა, რის გამოც 2 დღე მანქანების მძღოლები ლოდინის რეჟიმში იყვნენ. 12 აპრილიდან პროგრამა ნაწილობრივ აღდგა.

შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთმა სომხეთის ტრაილერებისთვის საზღვარი დაკეტა, რეალობას არ შეესაბამება.

--------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი