• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ყალბი ციტატები ვრცელდება

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ყალბი ციტატები ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელ Facebook-ში მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაყალბებული ციტატები ვრცელდება. 28 დეკემბერს Facebook-მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის, ფოტო და ყალბი ციტატაა დატანილი: „შავებში ჩაცმული ბადრაგი რომ დაინახა, გული წაუვიდა“ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

28 დეკემბერს ამავე ფოტოთი ნიკოლოზ ყიფშიძის კიდევ ერთი ყალბი ციტატა გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2). პოსტების თანახმად, მან გორელებს თხოვნით მიმართა, რომ ახალი წლის ღამეს ასაფეთქებლებს დიდი რაოდენობით ნუ გამოიყენებდნენ, რადგან სააკაშვილს ეშინია: 

ყიფშიძის აღნიშნული ფოტო „მთავარი არხისთვის“ 28 დეკემბერს მიცემული ინტერვიუდანაა ამოჭრილი. ის ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ხოლო თუ შიმშილობა კვლავ განაახლა, „ეს კატასტროფა იქნება სრულიად, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ჩვენ მალე არ გვეყოლება ცოცხალი“. არც მოცემულ ინტერვიუსა და არც რომელიმე სხვა წყაროში ყიფშიძეს Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული განცხადებები არ გაუკეთებია და ისინი ყალბია. 

აღსანიშნავია, რომ ციხეში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება კამპანიურ ხასიათს ატარებს. აღნიშნული სტილით - გაყალბებული ციტატის სახით, სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გავრცელდა. მათ შორისაა Facebook-ანგარიშების მიერ გამოქვეყნებული სატირული შინაარსის ყალბი ციტატები, რომლებიც თითქოს ნიკოლოზ ყიფშიძეს და  ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს, ეკუთვნის:

-----------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

    ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

    წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდებ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • ტურიზმის  მაჩვენებლები პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში

    ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდე და მი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა