• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/04/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელი სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით რედაქტირებულ ფოტოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც თითქოს საცვალში გამოწყობილი ზელენსკი გიტარით ხელში სამხედროებს ამხნევებს. პოსტზე თანდართულია აღწერა: „კიეველი კლოუნი ისევ ჩავიდა „მებრძოლი სულის“ ასამაღლებლად.“ ფოტო ყალბია და რედაქტირების შედეგადაა მიღებული.

რეალურად პოსტში მოცემული ზელენსკის ფოტო 2014 წლის 13 აპრილს სატელევიზიო კომპანია “სტუდია Kvartal 95”-ის (Студия Квартал 95) გასართობი გადაცემიდან არის ამოჭრილი. „სტუდია Kvartal-95“ არის გასართობი შინაარსის მქონე უკრაინული სატელევიზიო კომპანია, რომელიც უკრაინაში 2003 წლიდან მუშაობს. კომპანია დააარსეს უკრაინის ახლანდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა რამდენიმე სკოლის მეგობარმა. გასართობი გადაცემების გარდა კომპანია აწარმოებს მხატვრულ ფილმებს, სატელევიზიო შოუებს, აორგანიზებს კონცერტებსა და ფესტივალებს. 2014 წლის 12 აპრილის „საღამოს კვარტალში“ საცვლებში გამოწყობილი ზელენსკი გიტარით ხელში ასრულებს „პოლიტიკურ რეპს“.

რაც შეეხება ორიგინალ ფოტოს, სადაც ზელენსკის ფოტოა ჩასმული, ის 2021 წლის 8 აპრილს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ უკრაინის თავდაცვის ჯარების პოზიციების მონახულების დროს არის გადაღებული. ფოტო 2022 წლის სხვადასხვა უკრაინულ სტატიაში შემდეგი სახით (ბმული 1, ბმული 2) გვხვდება.ერთ-ერთსტატიაში,სადაც მოცემული ფოტოა წარმოდგენილი, საუბარია უკრაინაში ქალების მობილიზების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეზე, ხოლო მეორესტატიაუკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სამსახურში ქალების რეგისტრაციის 2023 წლის 1 ოქტომბრამდე გადადებას ეხება.

წყარო: president.gov.ua

წყარო: rbc.ua

შესაბამისად, Facebook მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია, ხოლო თანდართული აღწერა, რომ თითქოს ზელენსკი სამხედროებს ასე ამხნევებს ყალბია.

---------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.

თეგები:
ღაზა
უგულავა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა