Facebook-მომხმარებლები ჟურნალისტ ვახო სანაიას სახელით ყალბ ფოტოს ავრცელებენ. მასალაში წარმოდგენილია ფოტო, რომელიც 23 მარტს ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს საპატრიარქოში ოჯახთან ვიზიტის დროს გადაიღო და რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გაავრცელა. ფოტოს ვახო სანაიას სახელით თან ერთვის შემდეგი აღწერა: „ნაპოლი და იტალია კიარა, სულ რომ ლოს ანჯელესში ჩაიყვანო, ქაჯი და გოიმი ქაჯად და გოიმად დარჩება. ჯერ არ ჩამოსულა და გაექანა ეგრევე შავრაზმელთა ბანდაში, რომელსაც საპატრიარქო ქვია.“

ფოტო, რომელიც ვახო სანაიას სახელით ვრცელდება ყალბია. აღნიშნული განცხადება ვახო სანაიას Facebook გვერდსა და მედია საშუალებებში არ იძებნება. დეზინფორმაციას ჟურნალისტი Facebook სტატუსის საშუალებით გამოეხმაურა. როგორც ვახო სანაიამ აღნიშნა, ამ ტყუილის გამავრცელებლებს შორის ისეთი ხალხია, რომელიც ებრძვის სტუდენტებს, ებრძვის სტუდენტებს; ებრძვის ევროკავშირს; ებრძვის ქალს, რომელმაც ევროკავშირის დროშა არ გააგდო ხელიდან... ეს ფეიკი ნაწილია იმ კამპანიის, რომელიც გაჩაღებული აქვთ ყველას წინააღმდეგ, ვინც მოღალატე რუსულ ოცნებას თავზე გადაახია რუსული კანონი.“

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი